რეგისტრირებული ფაქტები50485
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლუკა რაზიკაშვილის თხოვნა მისი ჰონორარიდან შიო ქუჩუკაშვილისა და ანტონ გოგიაშვილისთვის თანხის მიცემის შესახებ. მისი ჰონორარი იყო 334. 37 მანეთი, მიღებული ჰქონდა – 265, ეკუთვნოდა 69. 37 მან.
1899
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 7 ოქტომბერს რაფიელ პეტრეს ძე ისარლიშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერითურთ მიუძღვნა ფრანგულ ენაზე თავისი გამოცემული „საქართველოს ისტორია".
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილისთვის მიეწერათ, რომ სკოლის მოწყობაში ცვლილებები მხოლოდ გამგეობის განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. დიდ შეცდომად ჩაეთვლებოდა ინპექტორს სასწავლებელში რაიმე ცვლილება, თუ გამგეობის დადგინება არ იქნებოდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, იოსებ ფორაქაშვილისთვის 1. 15 მანეთის სასკოლო ნივთები გაეგზავნათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 31. 36 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გამგეობის სახელით გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად მისალოცი წერილის შედგენა და გაგზავნა დაევალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას შესთავაზა, წერილობითი მილოცვა გაეგზავნათ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 15 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 12 ოქტომბრამდე შემოსავალი იყო 1416. 95 მანეთი, ხარჯი – 497. 36. 12 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19735. 86 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ივანე ზურაბიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე დავითის ძე მელიქაძის თხოვნაზე – მის მიერ შედგენილი თათრულ-რუსული ლექსიკონის საზოგადოების ხარჯით დაბეჭდვის შესახებ – გადაწყდა, ავტორისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოება ვერ დაბეჭდავდა მის წიგნს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრს, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ქართველიშვილის შემოწირულ კლიშეებს იმ შემთხვევაში ათხოვებდა, თუ წერილობით თხოვნას გამოგზავნიდა თავად ამ კომიტეტის თავმჯდომარე და კლიშეებს ძალიან გაუფრთხილდებოდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა I სახალხო ბიბლიოთეკისთვის თანხა – 32 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა მუზეუმისა და წინსაცავისთვის თანხა – 65 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების თანხის, 152. 7 მანეთის მიცემის შესახებ.