ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50485

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მსახურისთვის ოქტომბრის ხელფასის – 10 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ოქმს, რომ თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკში სახელდახელო ანგარიშზე შეტანილი იყო 1000 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, რომ საპატიო წევრ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილისთვის გამოეცხადებინათ მადლობა 763 ცალი „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ შეწირვისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის მოხსენების განხილვის შემდეგ დაადგინა, კომისიების წევრთათვის ეთხოვათ სხდომებზე რეგულარულად სიარული. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამოვიდა წინადადებით, რომ 7 ნოემბერს საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის, კიევის მიტროპოლიტ იოანიკეს 50 წლის სადღესასწაულო იუბილე მისი დამსახურებების გამო აღენიშნათ კეთილი საქმით და იუბილარისათვის გაეგზავნათ მისალოცი წერილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, „ვეფხისტყაოსნისა“ (763 ც.) და ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ (210 ც.) შემომწირველი გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის სურვილის თანახმად, მისი გამოცემული წიგნების ფულიდან გადაედოთ თანხა სტამბის დასაარსებლად. მანამდე გამგეობა ვალდებული იყო, ქართველიშვილისგან შემოწირული წიგნების ფულით დაებეჭდა ძველი წიგნები წარწერით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისგან შემოწირული სარგებლით“. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 18 ოქტომბერი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მისმა ბრწყინვალებამ...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის წევრ ივანე ზურაბიშვილის მოხსენება საზოგადოების სამკითხველოთათვის საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივანე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამკითხველოთა ანგარიშის მიხედვით დავთრების შედგენა დაავალა ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს. ოქმს ხელს აწერენ: თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს შეშის დასახერხი თანხის – 1. 60 მანეთის გაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს კანცელარიისთვის შეშის თანხის – 10. 50 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის მიერ დაამტკიცებული ანგარიშის მიხედვით, გულასაშვილს მიეცა დიმიტრი ყიფიანის ძეგლთან დასადები გვირგვინისათვის 30 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 72 მან. 10 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუასთვის 12 მანეთის სასკოლო წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ჩარკვიანისთვის კონვერტების დასაბეჭდად 2. 75 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 3. 60 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების სექტემბრის ხარჯთაღრიცხვა. 1-ლი ოქტომბრისთვის I ბიბლიოთეკას დარჩა 28 მან. 64 კაპ. II ბიბლიოთეკას – 10 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 31 მან. 10 კაპ. ოდენობით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხანაგობისთვის მიეცათ 24 მან. 75 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე წინამძღვრიშვილის თხოვნა მის მიერ თარგმნილი „ბიძია თომას ქოხის“ დაბეჭდვის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ალექსანდრე წინამძღვრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ თუ საზოგადოება გამოსცემდა მის მიერ ნათარგმნ „ბიძია თომას ქოხს“, ის სრულად დაუთმობდა წიგნის შემოსავალს, გარდა პირველი გამოცემის 25 %-ისა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, შეეძინათ ელენე წერეთლის ნათარგმნი საყმაწვილო მოთხრობების კრებული „ნელლო და პატრაში“ 400 ცალი თითო 25 მანეთად. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ თომა მთავრიშვილის გადაყვანის შემდეგ სენაკის სკოლის ინსპექტორობა დროებით ჩაბარებოდა ამავე სკოლის მასწავლებელ არსენ წითლიძეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი გადაეყვანათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.