რეგისტრირებული ფაქტები50892
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე წინამძღვრიშვილის თხოვნა მის მიერ თარგმნილი „ბიძია თომას ქოხის“ დაბეჭდვის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, შეეძინათ ელენე წერეთლის ნათარგმნი საყმაწვილო მოთხრობების კრებული „ნელლო და პატრაში“ 400 ცალი თითო 25 მანეთად. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ თომა მთავრიშვილის გადაყვანის შემდეგ სენაკის სკოლის ინსპექტორობა დროებით ჩაბარებოდა ამავე სკოლის მასწავლებელ არსენ წითლიძეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი გადაეყვანათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელთა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება, რომ დროებით სენაკის სკოლაში ინსპექტორის თანამდებობის შესრულება მინდობოდა მასწავლებელ არსენ სიმონის ძე წითლიძეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში საქალებო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დარია ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეცათ მისთვის მასწავლებლის ადგილი კავკავის სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სკოლისათვის 500 მანეთად შეიძინა სახლი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გომარეთის სკოლისათვის შენობა შეეძინათ ახლის აშენების ნაცვლად და აცნობა, რომ იაფად იყიდებოდა სახლი, რომლის შეძენა და სკოლისათვის განსაზღვრულ ადგილას გადატანა დაჯდებოდა არა უმეტეს 500 მანეთისა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი ქუთაისის სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად გადაიყვანეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი გადაეყვანათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად, ხოლო მის მაგივრად, ინსპექტორობის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნულიყო სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა, გამგეობას სთხოვა, ერთიანად მიეცათ საზოგადოების მიერ შეძენილი „კოკორის“ მე-12 გამოცემაში 240 მან., სამაგიეროდ რვეულების თანხას, 75 მან. საზოგადოებას წლის ბოლომდე დააცდიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ელენე ჯინოშვილისას თხოვნით შეიძინა 25 მანეთის წიგნები გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ გაეგზავნათ 10 საკვიტანციო წიგნი და სკოლისათვის 3 ცალი ია კარგარეთელის „სახალხო სიმღერათა კრებული“. მოთხოვნილი წიგნები ღირდა 1 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისცა საგზაო თანხა 16 მან. და ხელფასი 48 მან, სულ 64 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აბელ იაშვილის თხოვნით დახმარება აღმოუჩინა ქალაქ დუშეთის სახალხო ბიბლიოთეკას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში აბელ იაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ საზოგადოება დახმარებოდა ბიბლიოთეკარის დაქირავებით დუშეთის სახალხო ბიბლიოთეკას, რადგან თავად არ შეეძლოთ ამის გაკეთება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ნიკოლოზ კურდღელაშვილი კავკავის სკოლაში კვლავ მესამე მასწავლებლად დაინიშნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში ნიკოლოზ კურდღელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მიეცათ კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლის ადგილი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის მესამე მასწავლებელი ნიკოლოზ კურდღელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ხელფასის ანგარიშში 120 მანეთი მიეცათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა სკოლისთვის ვასილ კარბელაშვილის ნოტების (1 ცალი), გიორგი იოსელიანის „საღვთო ისტორიისა“ და არითმეტიკული ამოცანების (15-15 ცალი) გაგზავნას. მოთხოვნილი წიგნების ღირებულება იყო 17 მან. 65 კაპ.