რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 22 აპრილს ქალაქისთავმა თბილისის გუბერნატორს წარუდგინა ქალაქის საბჭოს მდივნის, სტეფანე ჭრელაშვილისა და ლომბარდის გამგის ასლამაზოვის არჩევნების ოქმი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 23 აპრილის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ „ჯეჯილის" კომისიას იოსებ ოცხელისთვის უთხოვია ქუთაისში შეეკრიბა პედაგოგების პატარა წრე, როემლიც კრიტიკულად განიხილავდა „ჯეჯილის" ნომრებს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რაფიელ (ფიდო) ყაზბეგისგან მიუღია 300 მანეთის ოდენობით შემოწირულობა პეტერბურგში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 აპრილს, დილის 11 საათზე, გაიმართა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრება იოსებ ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც განიხილეს 1899 წლის ბანკის ანგარიში. კრების დადგენილებით 1900 წელს ანგარიში უცვლელად დარჩა და გადაწყდა, შემდეგ შეესწორებინა ვარლამ მიქელაძეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 27 აპრილს, 20:00 საათზე, სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრებაზე განიხილეს სათავადაზნაურო ბანკის ბაქოს კომიტეტში ფულადი სახსრების გაფლანგვისა და ამ საქმეში კომიტეტის გამგის, პავლე ყიფიანის ბრალეულობის საკითხი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მიქაბერიძეს მოგების წილი – 50 მანეთი გადაეცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 1-ელ მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის მაისში ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხახანაშვილის სტატია „ქართველი პოეტები მალოროსიულ ენაზე“, რომელშიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის ლექსების: „გაზაფხული“ (მთარგმნელი „ო. ლ-ი“), „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან...“, „გ. აბხ.“ ( მთარგმნელი ბორის გრინჩენკო), „პოეტი“, „ელეგია“, „გუთნისდედა“ (მთარგმნელი პავლო გრაბოვსკი) უკრაინული თარგმანები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში იასონ დავითის ძე ციციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 7 ფაიფურისა და 3 ვერცხლის (ყელსაბამი, სამაჯური და ბეჭედი) ნივთი გაიღო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში სოფიო მიხეილის ასულმა ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 8 ნივთი გაიღო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში პარასკევა ბოძაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ საქველმოქმედო ბაზრობას ერთი წყვილი ჭრელი ფშაური წინდა შესწირა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში ბარბარე დავითის ასულ ვაჩნაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 2 აბრეშუმის ბაღდადი და 5 არშინი აბრეშუმის ნაჭერი შესწირა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში ალექსანდრე ფრეზე და ბელიავსკი წყალდიდობით დაზარალებული ადგილების დასათვალიერებლად თერგის ოლქში იმყოფებოდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცელიდან" ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე გამართულ არჩევნებში გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე და წევრად ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ თბილისში მიიღეს ახალი ქართული წიგნი „თეორია სიტყვიერებისა ქართულ სალიტერატურო სამაგალითო ნიმუშების გარჩევით", წიგნი შეადგინა მელიტონ კელენჯერიძემ და გამოსცა ოლღა კელენჯერიძემ. დაბეჭდილია ქუთაისში ივანე კილაძისა და იოსებ ხელაძის სტამბაში 1899 წელს. წიგნი შეიცავს 152 გვერდს და ღირს ორი აბაზი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გენერალ-სიმუს სუვოროვის გარდაცვალებიდან ასი წლის აღსანიშნავად ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარში გადაიხადეს პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ მთავარმმართებლის თანაშემწე ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე, გენერლები, ოფიცრები, ასევე თავადაზნაურობისა და ქალაქის სხვა წარმომადგენლები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 7 მაისს სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე მოისმინეს მოხსენება ახალი გადასახადების შესახებ, შემდეგ განიხილეს ბანკიდან დასაბრუნებელი თანხის საქმე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილი დაინიშნა რევიზორად ხელთუბნისა და წინარეხის სკოლებში, ალექსანდრე ჭყონია და ალექსანდრე მიქაბერიძე – ბათუმსა და სენაკში, დავით კარიჭაშვილი – თონეთში, ექვთიმე თაყაიშვილი – გომარეთში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სიმონ წერეთელი ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა 199 ხმით 37-ის წინააღმდეგ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 12 მაისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის გზათა ოლქის თერგის განყოფილების მე-5 დისტანციის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელ იოსებ ანდრონიკაშვილს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა თბილისში სახალხო თეატრის ასაშენებლად ხელმოწერით ფულის შეგროვება, შემოწირულებაზე პასუხისმგებელი იყო სახალხო კითხვათა კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუდადოვი.