რეგისტრირებული ფაქტები50483
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-23 ნოემბრის შემოსავალი იყო 11131 მან. 71 კაპ., ხარჯი – 1602 მან. 50 კაპ. 23 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19500 მან. 19 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო არისტო ქუთათელაძის წინადადების განხილვა მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გაეგზავნათ მის მიერ სკოლისთვის მოთხოვნილი 17 მანეთისა და 65 კაპიკის ღირებულების წიგნები და აგრეთვე საკლასო ნივთები. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის თებერვლის ხელფასის ანგარიშში 1. 42 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილის თხოვნა 120 მანეთის მიცემის შესახებ. აქედან მას მიღებული ჰქონდა 64 მან., დანარჩენ თანხაზე უარი ეთქვა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და გამგეობის წევრი ივანე რატიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხა, 363 მან. 34 კაპ. ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ უნდა გაეცათ მაღაზიის, მუზეუმის, კანცელარიის, წიგნსაცავისა და ფოტოსახელოსნოს ნოემბრის ქირა, სულ 223 მან. 34 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაამტკიცა ანგარიში, რომ მბეჭდავ ზაქარია ლაბაურისთვის უნდა მიეცათ ნოემბრის ხელფასი – 30 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში კავკავის სკოლისთვის გასაგზავნად ქვითრების დასაბეჭდი თანხის, 2.50 მანეთის გრიგოლ ჩარკვიანისთვის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის საორგანიზაციო ხარჯისთვის მიეცათ 10 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-30 ნოემბრის შემოსავალი იყო 1403 მან. 76 კაპ., ხარჯი – 2178 მან. 10 კაპ. 30 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19196 მან. 64 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და მხედველობაში მიიღო თერგის სახალხო სკოლების დირექტორის წერილი ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში დანიშვნასთან დაკავშირებით.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 30 ნოემბრიდან პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებითი მდივანი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 30 ნოემბრიდან კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 30 ნოემბრიდან იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს მართვის ინსტრუქცია. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ფოტოსახელოსნოს ყოფილი გამგის ვასილ როინაშვილის მოთხოვნა თავისი საწოლისა და ორი კარადის დაბრუნების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ივანე ზურაბიშვილის მოხსენება საზოგადოების წიგნსაცავთა და სამკითხველოთათვის საერთო საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ, ასევე დავით კარიჭაშვილის მოხსენება ამასთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განაცხადა, დოქტორ ლემანისთვის ბერლინში გაეგზავნათ რუსულ-ქართული ლექსიკონი, „დედა ენა“, „ბუნების კარი“, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკა, ქართულ-რუსული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. წიგნების საერთო ღირებულება შეადგენდა 3 მან. 85 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემის საკითხის განსახილველად შემდგარიყო კომისია გრიგოლ ყიფშიძის, ივანე აბაშიძისა და მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისგან, რომელთაც თავიანთი აზრი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.