ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1876

ტიპი: სახელი

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, მოსწავლეებს „დიაკვნებს“ ეძახდნენ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკია მარტვილის პირველ მოსამზადებელ კლასში უმთავრესად წერას სწავლობდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს ქართულის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ, რადგან მსგავსი არაფერი მოიპოვებოდა იმ დროს.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს რუსული ენის სახელმძღვანელოდ უშინსკის „Родное Слово“ ჰქონდათ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ქართულად წერა-კითხვა ორ კვირაში შეასწავლა ბესარიონ ხელაიამ.

1876

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1876 წელს ბესარიონ ხელაიას (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის) ჰყავდა ძმა, გიორგი ხელაია.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს ბესრიონ და გიორგი ხელაიები მარტვილის სასწავლებლის მესამე კლასში სწავლობდნენ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს მარტვილის სკოლის მასწავლებლებთან გასაუბრების შემდგომ თედო სახოკია პირველ მოსამზადებელ კლასში დასვეს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს, რვა წლის ასაკში თედო სახოკიას მშობლები მის სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიბარებას აპირებდნენ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს ენის შესასწავლად თედო სახოკია მამამისმა შიო იოსავას მიაბარა.

1876

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თედო სახოკია 1876 წელს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა შიო იოსავას სახლში.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიასთვის ქართულად წერა-კითხვის ცოდნა იყო საჭირო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი იყო ალექსანდრე სტოიანოვი.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ალექსანდრე სტოიანოვი იყო ქუთაისის გიმნაზიის ბერძნული ენისა და ისტორიის მასწავლებელი.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის გიმნაზიაში ზედმიწევნით კარგად სწავლობდა ბერძნულ ენასა და ისტორიას.

1876

ტიპი: განათლება

1881 წელს ქუთაისის გიმნაზიაში იაკობ ფანცხავას მსოფლიო ისტორიას გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე სტოიანოვი ასწავლიდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ზოსიმე ჩაჩუა ხეთის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია მამამ ხეთის სკოლის მასწავლებელ ზოსიმე ჩაჩუას მიაბარა ქართული წერა-კითხვის სასწავლებლად.

1876

ტიპი: მფლობელობა

1876 წელს ხეთის სკოლის მასწაველებლ ზოსიმე ჩაჩუას პანსიონი ჰქონდა გახსნილი მოსწავლეებისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს ხეთის სკოლის პანსიონში თედო სახოკიას გარდა კიდევ ორი მოსწავლე ცხოვრობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს, ხეთის სკოლის პანსიონში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, მზარეული ამავე სკოლის მოსწავლე, 14-15 წლის ყმაწვილი იყო, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს ხეთის სკოლაში სწავლისას თედო სახოკია დანარჩენ მოსწავლეებს რუსულ ენას ასწავლიდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ხეთის სკოლაში შესვლიდან ერთ თვის მერეც უჭირდა ქართულად საუბარი, რადგან სწავლაში არავინ ეხმარებოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია ოჯახთან ერთად სოხუმიდან ხეთაში გადავიდა საცხოვრებლად.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სკოლა, სადაც თედო სახოკია სწავლობდა ხეთაში, მისი სახლიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე იყო.