ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 ოქტომბერს თბილისის გიმნაზიის (რომელიც შემდეგ უნივერსიტეტად გადაკეთდა) საძირკველი საღვთო სჯულის მასწავლებელმა კალისტრატე ცინცაძემ აკურთხა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დეპეშით განკურნება მიულოცა თელავის მაზრის თავად-აზნაურთა სახელით.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სილოვან ხუნდაძის მიერ საზოგადოების მე-3 წიგნაკის დაკარგვის საკითხი განიხილა. ხუნდაძეს ახალი წიგნაკი 1901 წლის 23 ოქტომბერს გაუგზავნეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავი მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმეცნიერების, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრებად აირჩიეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის 1901-1902 წლების გაკვეთილების ცხრილი გაუგზავნა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ოდესის ქართველ სტუდენტთა გადაწყვეტილება, გამოეცათ ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა პუბლიცისტური მემკვიდრეობა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე საზღვარგარეთ მკურნალობის გამო აღებული ოთხთვიანი შვებულების შემდეგ დაუბრუნდა გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის საცენზურო კომიტეტს, რომ „ივერიის“ დროებით რედაქტორად ექვსი თვით ალექსანდრე სარაჯიშვილი დაენიშნათ, რადგან თავად ჯანმრთელობის გამო ექიმებისგან მუშაობა ეკრძალებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 18 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ჯანმრთელობის მდგომარეობას ეკითხებოდა, რადგან გაზეთ „ივერიიდან“ მისი ავადმყოფობა შეიტყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლად დაინიშნა პეტრე მირიანაშვილი.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თიანეთის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ელენე ალექსანდრეს ასული საგინაშვილი-აბულაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ქეთევან ლუარსაბის ასული ჟურული და იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების დამხმარე წევრები იყვნენ.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ზაქარია იოველის ძე ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ბეჟან დავითის ძე წერეთელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჩხერის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 ნოემბერს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ახალციხის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გამგეს გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნა, მიეწოდებინა ცნობები ბიბლიოთეკის შესახებ 1900 წლის ანგარიშში შესატანად.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი და მიხეილ იოსების ძე მღვდლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლეჩხუმის განყოფილების დამხმარე წევრები იყვნენ.