რეგისტრირებული ფაქტები46911
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ ის არ ეთანხმებოდა 13 მაისის სხდომაზე თავმჯდომარის დ. კარიჭაშვილის წინადადებით მიღებულ დადგენილებას წლიური კრების გადატანის შესახებ. კიკვაძისთვის მიუღებელი იყო აზრი, თითქოს კრების დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობისათვის საზოგადოების არსებობისა და ფუნქციონირების კიდევ ერთხელ შეხსენება, გამოიწვევდა სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების დახურვას. მისი თქმით, კიდევ დასაშვები იქნებოდა, კარიჭაშვილის შიში ობიქტური ხასიათის რომ ყოფილიყო, მაგრამ თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ კიკვაძეს კრების დაჩქარებით მოწვევა მის გასაშვებად სურდა. ამიტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარიჭაშვილი მუდამ ცდილობდა ამ საქმის გაჭიანურებას და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელმძღვანელი პირადი მიზნით აუქმებდა საზოგადო დაწესებულებას. ამის ნათელი მაგალითი იყო წიგნების გამომცემელი „ქართველთა ამხანაგობის“ ისტორიაც. კიკვაძე დიდი ხანია ამტკიცებდა, რომ იმდროინდელი ხელმძღვანელობის ხელში საზოგადოება ვერ აიცილებდა თავიდან გაკოტრებას. უკვე თითქმის გაკოტრებული საზოგადოების გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა. კიკვაძისთვის გასაგები იყო, რატომ უარყო გამგეობამ იმავე სხდომაზე მისი წინადადება „დედა ენის“ პირველი, მეორე ნაწილებისა და „აკიდოს“ პირველი ნაწილის სასწავლო კომიტეტში წარდგენის შესახებ. ის წინადადება სხვას რომ შეეტანა გამგეობაში, უეჭველ დასტურს მიიღებდა, მაგრამ რადგან კიკვაძე ოპოზიციას წარმოადგენდა, მისი წინადადება უარყოფილ იქნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას ამ წელს საწევრო გადასახადით 27. 52 მანეთი შეუვიდა, ყულაბებით – 20, სეირნობიდან და საღამოს კონცერტ-წარმოდგენებიდან – 615. 14, სპეციალური შემოწირულობებიდან – 49. 35 მან. სულ ცხინვალის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 960. 31 მანეთს შეადგენდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. სხდომა ჩატარდა ოთხჯერ, გამგეობას გაურჩევია ოთხი საქმე, სხდომებზე დასწრება ყოველთვის სრული იყო. 1914 წელს ჩატარდა ერთი საზოგადო კრება, კერძოდ 17 ნოემბერს, რომელზეც აირჩიეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. კრების ოქმი კრების თავმჯდომარემ მაშინვე გადაუგზავნა მთავარ გამგეობას. ცხინვალის განყოფილების წევრთა რიცხვი და ვინაობა უკვე ჩართული იყო მთავარი განყოფილების საკვიტანციო წიგნში საწევრო გადასახადთან ერთად. 1914 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცხინვალის განყოფილების მიზანი იყო ცოტაოდენი ქონების დაგროვება ბიბლიოთეკისა და სკოლის გასახსნელად და ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად. იმ დროისთვის დაბა ცხინვალში საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას არც სკოლა გააჩნდა და არც ბიბლიოთეკა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, რა ზომები მიიღო მთავარმა გამგეობამ ორჯონიკიძის ანდერძის საქმესთან დაკავშირებით. დედანაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება საჩქარო იყო, რადგან სასამართლოში ანდერძის წარსადგენად დადგენილი ორი თვის ვადა იწურებოდა და წლიური ვადის დაკარგვის საფრთხე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მუშაობა დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. 1915 წელს 14 სხდომა ჩაატარა და 8 საქმე განიხილა, სხდომებზე ყოველთვის სრული დასწრება იყო. ამ წელს არ ჩატარებულა არც ერთი საზოგადო კრება. 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას სკოლა და ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობას გიორგი ზიკოს ძე დედანაშვილმა ამცნო, რომ მთავარი გამგეობისგან მიიღო შემდეგი საბუთები: 1915 წლის 21 აგვისტოს შედგენილი ეკატერინე მალახაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძი, იმავე ანდერძის რუსული თარგმანი, 1916 წლის 20 თებერვლით დათარიღებული ეკატერინე ორჯონიკიძის დაბადებისა და გარდაცვალების მეტრიკული მოწმობა, ვექილ რცხილაძის აზრი ანდერძის უკანონოდ შედგენის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ეკატერინე მალხაზის ასულ ორჯონიკიძის ანდერძი, ანდერძის რუსული თარგმანი და მეანდერძის დაბადებისა და გარდაცვალების ცნობა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა გრიგოლ რცხილაძემ მოახსენა შემდეგი: გამგეობამ მას დაავალა ცხინვალის განყოფილებისგან მიღებული ეკატერინე მალხაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძის საოლქო სასამართლოში წარდგენა. ანდერძის თანახმად, ცხინვალის განყოფილებას ეკუთვნოდა 50 დღიური მამული სოფელ წყნარში სკოლის გასახსნელად. ანდერძი 1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე ორჯონიკიძის თხოვნით შეუდგენია დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს, რომელსაც ხელი მოუწერია ანდერძზე ორჯონიკიძის მაგივრად. რცხილაძის თქმით, ოქროპირიძე იყო როგორც ანდერძის გადამწერი, ასევე ხელის მომწერიც მეანდერძის მაგივრად. კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იგივე პირს არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად ანდერძის გადამწერიც ყოფილიყო და მოანდერძის მაგივრად ხელის მომწერიც. რცხილაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ დაამტკიცებდა სასამართლო ანდერძს და ანდერძის წარდგენისთვის საჭირო თანხაც ტყუილად დაიხარჯებოდა. ყოველივე ამის გამო რცხილაძე ურჩევდა გამგეობას, სათანადო განმარტების თანხლებით, უკან გაეგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობისთვის ანდერძი და მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა შეატყობინა, რომ თებერვალში მან მთავარ განყოფილებას სასამართლოში წარსადგენად ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძი გაუგზავნა. ანდერძის მიხედვით, ცხინვალის განყოფილებას ორჯონიკიძემ 3 000 მანეთად შეფასებული 45 დღიური მიწა უანდერძა. 20 მარტს ანდერძს ვადა გასდიოდა, ამიტომ დედანაშვილი ბურჯანაძეს სთხოვდა, თუ მთავარ გამგეობას სასამართლოში ანდერძი არ ჰქონდა წარდგენილი, თებერვალშივე წარედგინა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 17 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ცხინვალის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს დამხმარე კომისიის წევრები: ბიძინა ბაგრატის ძე დავითიშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს ვარლამ ლევანის ძე ტაბატაძემ, დავით პავლეს ძე პაპიშვილმა, ვალერიან ლადოს ძე ნაჭყებიამ, ლიუბა გელაშვილმა და სოფიო ბართლომეს ასულმა იორდანიშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე თევდორეს ძე ფხაკაძე, ვერა ბეჟუკის ასული ფირცხალაიშვილი, ვარლამ იოსების ძე ფურცხვანიძე, ფილიპე მაქსიმეს ძე ფარჯნაძე, სპირიდონ მაქსიმეს ძე ფირცხალავა, დომენტი ფირცხალაშვილი, სოფიო ფალიაშვილი, ყარამან ქვინთელია, ნესტორ გრიგოლის ძე ქორიძე, ნესტორ ქუთათელაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქართველიშვილი, ვლადიმერ საბას ძე ქაბზიანიძე, რუბენ ქევანაშვილი, ლადიკო გიგოს ძე ქანთარია და მარიამ ნიკოლოზის ასული ქადაგიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვლადიმერ ქიშვარდის ძე სიამაშვილი, დესპინე ალექსის ასული საღარაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე საღარაძე, ამბაკო ივანეს ძე ტორონჯაძე, ზოსიმე ბიჭიას ძე ტყეშელაშვილი, სანდრო ტეტუნაშვილი, ილია ალექსანდრეს ძე ტატიშვილი, ანდრო იპოლიტეს ძე ტატიშვილი, ზაქარია თედეიშვილი, ალექსი ტატოშვილი, დავით ლუარსაბის ძე ტატოძე, ნიკოლოზ ივანეს ძე ტორაძე, ელისაბედ ზაქარიას ასული ტორიკაშვილი, ანდრია ფირცხალავა, სევერიანე პავლეს ძე ფოცხვერია, დიმიტრი გრიგოლის ძე ფანჯარაშვილი და ლადო თევდორეს ძე ფხაკაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ნინო ნიკოლოზის ასულმა ხუციშვილმა, თამარ ალექსანდრეს ასულმა ლეონიძისამ, თამარ კონსტანტინეს ასულმა ჯაფარიძემ, თამარ ალექსანდრეს ასულმა ფალავანდიშვილმა და ვლადიმერ მალაქიას ძე ლოლაძემ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ვლადიმერ ფარნაოზის ძე დგებუაძემ, ალექსანდრე ილიას ძე ლოლაძემ, ნინო გამრეკელმა, მელანო ივანეს ასულმა სონღულაშვილმა და თინა გრიგოლის ასულმა ნაცვლიშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი დიმიტრის ძე სარალაშვილი, ნიკო სულხანის ძე სულთანიშვილი, კონსტანტინე ალექსის ძე საღირაშვილი, ისიხო გაბრიელის ძე სამსონია, ვასილ პეტრეს ძე სტვილია, ერმილე დავითის ძე სიხარულიძე, პროკოფი ალექსის ძე სიმონიაშვილი, კონსტანტინე ივანეს ძე სარიშვილი, მიხეილ სამრგულიანი, გიორგი დავითის ძე სადაღაშვილი, ნინო სარქისის ასული სადაღაშვილი, სათენიკა გიორგის ასული სადაღაშვილი და ანდრო გიორგის ძე საბიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: არჩილ ნესტორის ძე რურუა, მართა ალექსის ასული რამიშვილი, ნოე იოსების ძე რამიშვილი, ჭიჭიკო რუსაძე, ანა რამიშვილი, არჩილ მიხეილის ძე რამიშვილი, თამარ რატიანი, ივანე პეტრეს ძე რაზმაძე, შაქრო სოლოღაშვილი, გიორგი ივანეს ძე სტვილია, ალექსი პავლეს ძე ცაგარეიშვილი, დავით გიორგის ძე სუხიევი, გერმანე ალექსის ძე სვანიძე, ანა გრიგოლის ასული სულიკოვი და ისიდორე ნიკოლოზის ძე სხირტლაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ პარასტაევი, სერგო ერმალოს ძე პაიჭაძე, ვიქტორ ვასილის ძე ჟვანია, მიხეილ შევარდენის ძე ჟღენტი, სიო რომანოზის ძე ჟღენტი, იოსებ გაბრიელის ძე უტარაშვილი, ქრისტეფორე გერასიმეს ძე უნგიაძე, კონსტანტინე პავლეს ძე რუხაძე, ქიტესა სოლომონის ძე რატიანიძე, ვასილ რუსია, ვანო რუსიშვილი და ტარასი გერასიმეს ძე რამიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გაბრიელ ანდრიას ძე ნანუაშვილი, სიკო ნაცვლიშვილი, სტეფანე ნაცვლიშვილი, ივანე გიორგის ძე ნატიაშვილი, აკაკი საჩინოს ძე ნემსაძე, გიორგი ივანეს ძე ნადირაძე, იოსებ ონაშვილი, ლეონტი ოვანაძე, ივანე მაცაკანის ძე ოგანეზოვი, კალისტო არსენის ძე ორაგველიძე, ალფეს ოტიას ძე ორმოცაძე, ალექსანდრე იოსების ძე პაპინაშვილი, ისაკ სტეფანეს ძე პეტუაშვილი, ვასილ პროკოფის ძე პაპოვი, ევა სიმონის ასული პოლიფოროვი და ანდრია დუტუს ძე პატარაია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს – იოსებ ვასილის ძე იაშვილს, ქსენია ეფრემის ასული იმნაძეს, რაჟდენ ისაკაძეს, მიხეილ ზაქარიას ძე ლოლაძეს, იოსებ ალექსის ძე ლომოურს, დავით იაგორის ძე ლოგაძეს, რაფიელ ზოზიას ძე ლომთათიძეს, იაგორ კონსტანტინეს ძე ლასხიშვილს, ზაქარია ლევანის ძე ლომიძეს, ფილიპე ლომიძეს, ნიკო ლაზარეს ძე ლიჩელს, ალექსანდრე მიხეილის ძე ნასყიდაშვილს, არტემ ექვთიმეს ძე ნადარეიშვილს, თამარ გიორგის ასული ნასიძეს, მარიამ გიორგის ასული ნასიძესა და გერონტი ივანეს ძე ნუცუბიძეს – საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კოლია თალხანის ძე თხელიძე, შალვა პავლეს ძე თვალჭრელიძე, ვასილ ივანეს ძე თევდორაშვილი, სიმონ იოსების ძე თურმანიძე, ივანე გიორგის ძე თავართქილაძე, ივანე შამას ძე თადუმაძე, სერაფიონ მაქსიმეს ძე თოხაძე, სარქის ზაქარიას ძე თანდილოვი, ვლადიმერ სიმონის ძე თედეიშვილი, მიხეილ თითირაშვილი, გრიგოლ თეთრაძე, აბრამ გიორგის ძე იორდანიშვილი, ოლღა ზაქარიას ასული იორდანიშვილი, ადამ ანდრიას ძე ილურიძე, სოლო იშხანიშვილი და ნინა აბრამის ასული იანორიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ანდრია ნიკოლოზის ძე დიღმელაშვილი, ცაცა ვლასას ასული დარახველიძე, გიორგი დათიშვილი, ვალოდია დავლიანიძე, იოსებ დავითის ძე დოლიძე, ირაკლი ათანასეს ძე დოლიძე, თედო პავლეს ძე ერაძე, სიკო სიმონის ძე ერაძე, რომანოზ ივანეს ძე ერაძე, კონდრატე კიმოთეს ძე ესებუა, შუშანა ზურაბის ასული ექიმოვი, ეკატერინე ზურაბის ასული ელიავა, ალექსანდრე თევდორეს ძე ვაშაკიძე და ივანე ანდრიას ძე ვაშაკიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მამანტი ავთანდილის ძე ახვლედიანი, მელქისედეკ სოლომონის ძე ანთიძე, ალექსანდრე ალავიძე, ივანე გიორგის ძე ახობაძე, პეტრე გიორგის ძე ავლოზაშვილი, იუსტინე აბრამიძე, აკაკი ვასილის ძე აბზიანიძე, ვლადიმერ ტარასის ძე ასათიანი, ლომერ დავითის ძე ახვლედიანი, ტრიფონ ასამბაძე, იპოლიტე ილარიონის ძე დოროშელიძე, სოლომონ ივანეს ძე დვალაძე, ალექსანდრე დიმიტრის ძე დევდორიანი, სპირიდონ გიორგის ძე დემუროვი და ვიქტორ გიორგის ძე დარსაველიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გაბრიელ საკობიძე, სოლომონ პეტრეს ძე სარაჯიშვილი, ილია მიხეილის ძე საფაროვი, თედო საგინაშვილი, ლევან ნიკოლოზის ძე სპარსიშვილი, სპირიდონ სპარსიშვილი, გაბრიელ ლუარსაბის ძე სპარსიშვილი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი, გედევან სვანიძე, ალექსი სულუაშვილი, შაქრო სტეფანოვი, ივანე დავითის ძე სალაძე, ნინო ნიკოლოზის ასული სალაძე, ელისაბედ სალუქვაძე, პელაგია მიხეილის ასული სარაჯიშვილი და ნინო მიხეილის ასული სარაჯიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.