ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძეს ბათუმიდან ივანე მესხი და მიხეილ ბეთანელი ესტუმრნენ. მათ სურდათ, რომ ილია ბათუმის მერობის კანდიდატთა შერჩევაში დახმარებოდა, ილიამ სტუმრებს ბათუმის მერად ივანე ანდრონიკაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში ალექსანდრე სარაჯიშვილმა კავკასიის საცენზურო კომიტეტს მისწერა, რომ თანახმა იყო, 6 თვით გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად დაენიშნათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ და ალექსანდრე სარაჯიშვილმა ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს აცნობეს, რომ ილიამ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება სარაჯიშვილს გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის შიდა მრეწველობის კომიტეტმა შიდა მრეწველობისათვის საჭირო იარაღებისა და სამაგალითო ნიმუშების შესაძენად 300 მანეთი გადადო. ეს საქმე არტემ სტეფანეს ძე ფირალოვს დაავალეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კომიტეტმა ეკლესიის წიგნსაცავის დარბაზში გამართა კრება გენერალ-ადიუტანტ ივანე გივის ძე ამილახვრის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს დავით მელიქიშვილმა და იოსებ დადიანმა. მათი თავმდებნი იყვნენ ნიკო ცხვედაძე და ილია ჭავჭავაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა მათე სუხიაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს; ივანე ვაჩნაძემ, გიორგი ამირეჯიბმა და გერასიმე ჯაშმა. მათი თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ივანე ელიაშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა კონსტანტინე მაყაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს ისიხი ნაკაშიძემ და სამუელ კანდელაკმა. მათი თავმდებნი იყვნენ: ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა ლავრენტი ტუღუშმა. მისი თავმდებნი იყვნენ: გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს სპირიდონ გორდელაძემ და ალექსი გერსამიამ. მათი თავმდებნი იყვნენ: გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა იაკობ ფანცხავამ. მისი თავმდებნი იყვნენ გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა არჩილ ჯორჯაძემ. მისი თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვალერიან ლორთქიფანიძე და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა ივანე ახალშენიშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: ალექსანდრე სარაჯიშვილი, პეტრე მირიანაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა მიხეილ გედევანიშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ვალერიან ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი და დავით კაჭრიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო შეიტანეს: ნიკო ჯანაშიამ, პოლიკარპე ლორთქიფანიძემ, სპირიდონ მატარაძემ, არსენ წითლიძემ. მათი თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე და დავით კარიჭაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო შეიტანეს ილია და ნინო მაჭავარიანებმა. მათი თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა დიმიტრი დუმბაძემ. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა ვასილ ბერეჟიანმა. მისი თავმდებნი იყვნენ: პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე, გრიგოლ ყიფშიძე და კონსტანტინე ბაქრაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა ილია ალხაზაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, პეტრე მირიანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა ნიკოლოზ ქართველიშვილმა.მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ვალერიან ლორთქიფანიძე და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვასილ ბეჟანიშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე, გიორგი ყიფშიძე და კონსტანტინე ბაქრაძე.