ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ახალგორში იყო კონსტანტინე როსტომის ძე შალიკაშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სიღნაღში იყო ზაქარია იოველის ძე ნაცვლიშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ზუგდიდში იყო ბესარიონ ჭილაძე.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სოხუმში.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ლეჩხუმში იყო ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რევაზ გედევანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ვასილ ბესარიონის ძე კახიძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვასილ ბესარიონის ძე კახიძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 მარტს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობ სექციაში მუშაობას თავი დაანება.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს პედაგოგი ტრიფონ შუბლაძე ჯარში იყო გაწვეული, მაგრამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მას ხელფასს მაინც უხდიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პეტრე გიორგის ძე ჭარაია სამურზაყანოს ორკლასიან სამრევლო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მასწავლებელ ბარბარე იასონის ასულ გარსიაშვილს დედათა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე დავით ბერიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 25 მანეთი ჰქონდა მიღებული, ნიკოლოზ დავითაშვილს – 100, ალექსანდრე სუპატაშვილსა და არჩილ ნაცვლიშვილს – 75-75, გიორგი ჯაკობიას – 50.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ანა ექვთიმეს ასული შარაშიძე თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ვერის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ბარბარე იასონის ასული გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სოფიოს სახელობის სკოლაში, ასევე კუკიისა და ავლაბრის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერტურას ასწავლიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე თამარ ხარაბაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 35 მანეთი ჰქონდა მიღებული, ალექსანდრა მჭედლიშვილს, სოფო ჩიჯავაძესა და ნიკოლოზ ქუჩუკაშვილს – 50-50, ივანე ხოსიტაშვილს – 80.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე თევდორე რაზიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 120 მანეთი ჰქონდა მიღებული, შალვა ელიავას – 30, შალვა ტატიშვილს – 60, თამარ ძნელაძეს – 30, გერონტი ქიქოძეს – 10.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 225000 რვეული, 210000 „დედა ენა“ და 84 000 ცალი სხვადასხვა სახელმძღვანელო გამოსცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1879 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აარსებდა სკოლებს, ხსნიდა ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებს, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, აარსებდა სტიპენდიებს, ბეჭდავდა სახალხო და სამეცნიერო წიგნებს და აგროვებდა კულტურის ნიმუშებს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ი. შალიბაშვილსა და ვ. ამირეჯიბს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 30-30 მანეთი ჰქონდათ მიღებული, ბიძინა რამიშვილს – 1 000, ნ. ჭინჭარაულს – 40, ალექსანდრე გოდერიძეს – 50, ვალენტინა წილოსანს – 70 და გრიგოლ დიდებულიძეს – 75.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოების სკოლები და ბიბლიოთეკა-სამკითხველოები თავისი ინვენტარით ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 54 დასახელების 603 000-მდე წიგნი გამოსცა.