რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის მზრუნველი იყო გრიგოლ ივანეს ძე გეგენავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გამგედ ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას კვაუთის ბიბლიოთეკის გამგე ილია ძიმისტარაშვილი ატყობინებს, რომ ბიბლიოთეკა 1916 წლის პირველი იანვრიდან აამუშავეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების კვაუთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ილია ძიმისტარაშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს ამცნო, რომ დაარსების დღიდან განყოფილებას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოვლა-გამშვენიერების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგარამ უსახსრობის გამო მან ეს ვერ მოახერხა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ განყოფილების დაარსებისთანავე მისი უმთავრესი მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოვლა-პატრონობა, როგორც ეს შეეფერებოდა დიდი პოეტის სახელსა და დიდებას. ამიტომ, როცა მამული სათავადაზნაურო ბანკს დარჩა და მისი შეძენა კერძო პირებმა ისურვეს, თელავის განყოფილების გამგეობამ თხოვნით მიმართა თბილისის თავადაზნაურობას, შეეძინა მამული, რათა ქართველ ერს არ დაჰკარგოდა ეს ძვირფასი განძი და გადაეცა თელავის განყოფილებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ვასილ თევდორეს ძე არდიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ელენე სიხარულიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს სევერიან ნესტორის ძე მესხი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის, ღოღობერიძისა და გოგებაშვილის სასტიპენდიო თანხების მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სანამ თანხას არ დაამატებდნენ, სტუდენტებისთვის სტიპენდიები არ უნდა დაენიშნათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა სახალხო კითხვის საღამოები გამართა თბილისში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობმა სექციამ, რომლის თავმჯდომარეც ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, 23 სხდომა გამართა და 79 საქმე განიხილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1921 წელს ქაღალდის ყიდვა მხოლოდ მთავრობისგან შეიძლებოდა. გამგეობის წარმომადგენლებმა მთავრობას სახელმძღვანელოების გამოსაცემად ქაღალდი სთხოვეს, მაგრამ მათ არ უპასუხეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ილია ნაკაშიძე, ისიდორე ჭანტურია, სილოვან გაბუნია, ქრისტინე შარაშიძე და გრიგოლ ბურჭულაძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელდახელო ანგარიშზე 85019. 15 მანეთი იყო, 1921 წლის პირველ იანვარს კი – 2889203. 98 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამეურნეო საზოგადოების ანგარიშზე 63718 მანეთი იყო, წლის განმავლობაში დაიხარჯა – 63400, 1921 წლის პირველ იანვრისთვის დარჩა – 318.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებამ საქართველოს ყოფილი მთავრობისგან 5 მილიონი ისესხა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საბეჭდი ქაღალდის შეძენაზე საზოგადოების მთავარი გამგეობა ზრუნავდა. გამგეობამ 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 7 მილიონი მანეთის ქაღალდი შეიძინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექცია, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, ხელმოკლე ბიბლიოთეკებს ფინანსურად ეხმარებოდა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ანა გიორგის ასულმა ახალშენიშვილმა სოფელ მეჯვრისხევში სახალხო კითხვის საღამოები გამართა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს კავკავის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ინიციატივით ლექციები წაიკითხეს ვარლამ ბურჯანაძემ („ილია ჭავჭავაძე როგორც ბელეტრისტი და საზოგადო მოღვაწე", „ქართული სიმღერების შესახებ", „ალ. მესხიშვილის 30-წლიანი მოღვაწეობის გამო", „ეგნატე ნინოშვილი როგორც რეალისტი"), კიტა აბაშიძემ („გრიშაშვილის პოეზიის შესახებ", „ს. შანშიაშვილის პოეზიის შესახებ", „არჩილ ჯორჯაძე") და გრიგოლ რობაქიძემ („შოთა რუსთაველი").
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძესა და გამგეობის წევრებს შორის არსებული უთანხმოების საკითხი.