რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ელენე სიხარულიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს სევერიან ნესტორის ძე მესხი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის, ღოღობერიძისა და გოგებაშვილის სასტიპენდიო თანხების მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სანამ თანხას არ დაამატებდნენ, სტუდენტებისთვის სტიპენდიები არ უნდა დაენიშნათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა სახალხო კითხვის საღამოები გამართა თბილისში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობმა სექციამ, რომლის თავმჯდომარეც ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, 23 სხდომა გამართა და 79 საქმე განიხილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1921 წელს ქაღალდის ყიდვა მხოლოდ მთავრობისგან შეიძლებოდა. გამგეობის წარმომადგენლებმა მთავრობას სახელმძღვანელოების გამოსაცემად ქაღალდი სთხოვეს, მაგრამ მათ არ უპასუხეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ილია ნაკაშიძე, ისიდორე ჭანტურია, სილოვან გაბუნია, ქრისტინე შარაშიძე და გრიგოლ ბურჭულაძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელდახელო ანგარიშზე 85019. 15 მანეთი იყო, 1921 წლის პირველ იანვარს კი – 2889203. 98 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამეურნეო საზოგადოების ანგარიშზე 63718 მანეთი იყო, წლის განმავლობაში დაიხარჯა – 63400, 1921 წლის პირველ იანვრისთვის დარჩა – 318.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებამ საქართველოს ყოფილი მთავრობისგან 5 მილიონი ისესხა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საბეჭდი ქაღალდის შეძენაზე საზოგადოების მთავარი გამგეობა ზრუნავდა. გამგეობამ 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 7 მილიონი მანეთის ქაღალდი შეიძინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექცია, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, ხელმოკლე ბიბლიოთეკებს ფინანსურად ეხმარებოდა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ანა გიორგის ასულმა ახალშენიშვილმა სოფელ მეჯვრისხევში სახალხო კითხვის საღამოები გამართა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს კავკავის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ინიციატივით ლექციები წაიკითხეს ვარლამ ბურჯანაძემ („ილია ჭავჭავაძე როგორც ბელეტრისტი და საზოგადო მოღვაწე", „ქართული სიმღერების შესახებ", „ალ. მესხიშვილის 30-წლიანი მოღვაწეობის გამო", „ეგნატე ნინოშვილი როგორც რეალისტი"), კიტა აბაშიძემ („გრიშაშვილის პოეზიის შესახებ", „ს. შანშიაშვილის პოეზიის შესახებ", „არჩილ ჯორჯაძე") და გრიგოლ რობაქიძემ („შოთა რუსთაველი").
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძესა და გამგეობის წევრებს შორის არსებული უთანხმოების საკითხი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებას ავტონომიურად უნდა განეგრძო მოქმედება.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 175501. 44 მანეთის ფასიანი ქაღალდები ჰქონდა, წლის განმავლობაში დაემატა – 106300 და 1921 წლის პირველი იანვრისთვის გახდა – 281801. 44.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ სახალხო და საბავშვო კითხვის საღამოები გამართა: ვერის სასადილოში, სოფელ ოქროყანაში, ჭრა-კერვის სკოლის შენობაში (თბილისი), დიდუბის სამრევლო სკოლაში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სკოლის შენობასა და ავჭალის აუდიტორიაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექცია, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, 92 ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მეთვალყურეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობმა სექციამ, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, ახმეტაში, ანაკლიაში, ქურთასა და ბჟოლიეთში ბიბლიოთეკები გახსნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე კომისიის წარმომადგენლებმა თანხის სიმცირის გამო სარაჯიშვილის, ღოღობერიძისა და გოგებაშვილის სტიპენდიების გაერთიანება მოითხოვეს. გამგეობის წევრებმა მათი სურვილი არ დააკმაყოფილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნების ანგარიშზე 698378. 57 მანეთი იყო, 1921 წლის პირველ იანვარს – 4084730. 90.
1913
ტიპი: თანამდებობა
1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 5 პედაგოგი იყო: ვ. ბურჯანაძე (I განყოფილებაში), ნატალია კლიმენტის ასული იოსელიანი (II განყოფილებაში), მარტამდე – გრიგოლ რაზმაძე და მარტიდან – გრ. გორდელაძე (III განყოფილებაში), ტრიფონ მ. შუბლაძე (IV განყოფილებაში); საღვთო სჯულს ყველა განყოფილებაში მღვდელი გიორგი ნათაძე ასწავლიდა; ავადმყოფობის დროს მასწავლებლებს ივანე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ენაცვლებოდა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ: სამეგრელოს თავადი ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი – არჩეული 1885 წელს, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი – 1890 წელს, რაფიელ დავითის ძე ერისთავი – 1892 წელს, ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა – 1894 წელს, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი – 1894 წელს, ეპისკოპოსი ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე – 1896 წელს, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე – 1896 წელს, აკაკი როსტომის ძე წერეთელი –1896 წელს.