ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს რუსეთში გაქცეული ნოე რამიშვილი როსტოვში არალეგალურად ცხოვრობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს თბილისში ნოე რამიშვილი ჟანდარმერიამ დააპატიმრა, მაგრამ მან გაქცევით უშველა თავს და რუსეთში გადავიდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე ტბე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1917 წლებში ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე სამ­თი­სის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს რუსული სოციალ-დემოკრატიის დაპირისპირების ფონზე ბათუმში პარტიული კომიტეტის სხდომაზე ქართველმა მუშებმა ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მენშევიკურ პროგრამას ცალსახად დაუჭირეს მხარი.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს კავკასიაში რუსული სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური და მენშევიკური ფრაქციების დაპირისპირებისას ბათუმში ნოე რამიშვილს ორატორული პაექრობა მოუხდა იოსებ ჯუღაშვილთან.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ თბილისის გეოგრაფიულ საზოგადოებას გამოუცია.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ რუსულად თარგმნეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ გამოსცეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-08 წლებში გერვასი ელეფთერის ძე ბარათაშვილი მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-12 წლებში გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე მუხურის წმ. გიორგის (საკვირაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლეს „ცნობის ფურცლის“ რედაქციამ წლიურ პრემიად გამოსცა ალექსანდრე ყაზბეგის ნაშრომთა სრული კრებული, მწერლის ბიოგრაფიითა და პორტრეტით.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-05 წლებში მიხეილ ტერენტის ძე მაჩიტაძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წლიდან თედო სახოკია იყო პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოების საზღვარგარეთელი წევრ-კორესპონდენტი.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს შიო ალექსის ძე ჩიტაძე ქართული გიმნაზიის გამგედ მიიწვიეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს შიო მღვიმელი მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს, როგორც პოლიტიკური დამნაშავე.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ხშირად წერდა რეცენზიებს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე დრამატული საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საქმეებში მონაწილეობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ჭლექით დაავადდა და შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს რუსეთში მძიმე ცხოვრების ფონზე იაპონიასთან ომის პირობებში ისახებოდა მონობის შეცვლა თავისუფლებითა და დემოკრატიულ კანონებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნა, რაც სოციალისტობასა და რევოლუციონერობას ნაზიარებ ახალგაზრდების, მათ შორის თედო სახოკიას ოცნება იყო.