ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „კრეჩენსკის ქორწინება“ და „სიდედრი მაია“ დაიდგა. სპექტაკლებში მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ცრუმორწმუნეობის მორევში“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „ცხოვრების გმირი“ და „დუელი“ დაიდგა. მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს, ჭიათურის თეატრში სპექტაკლ „ცხოვრების გმირი“ დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ოთხმეზურმა დარბაზში 35 მანეთი მოაგროვა და ვლადიმერ მესხიშვილს საჩუქრად გადასცა პეტიას როლის კარგად შესრულებისთვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 17 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ივლისს“, რომელიც ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასობანა – სახიფათო თამაში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატია „საუბარი სხვადასხვა საგნებზე“, რომელშიც ავტორი ნინია გარეჯელის (ივანე ჯაბადარი) მოსაზრებებს აკრიტიკებდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა წინადადება მისცა, ჩაიბაროს ბათუმის ოლქის დროებითი სასამართლოს დაწესებულება ყველა საქმითა და ინვენტარით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ტაძრების ბედი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ მიხეილ გრუზინსკის წერილი მიიღო საბანკო საქმეების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 30 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში „ჩვენ მოღვაწეთა მიმართ“ ალექსანდრე მდივანი საზოგადოებას მოუწოდებდა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 45 წლისთავის აღსანიშნავად მისი თხზულებების საიუბილეო კრებული გამოეცათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 31 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მთავრობის მხარდაჭერა“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის აგვისტოში ბათუმში ჩატარებულ სხდომას ესწრებოდნენ ქალაქისთავი ივანე ანდრონიკაშვილი და ბათუმის სამმართველოს წევრები.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე ბათუმის თავმა ანდრონიკაშვილმა დააყენა საკითხი ბათუმის ქალთა გიმნაზიის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ, რასაც პრობლემა შეუქმნა სკოლისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ერთი მეპატრონის გარდაცვალებამ, რომელიც თანახმა იყო მიწის გადაცემაზე, ხოლო მეორე ძმა უარს აცხადებდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურთა მოვალეობა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ბზიკის ხელმოწერით ილია ჭავჭავაძის სტატია „საკენკად „სამშობლოს ცაზე“ ხეტიალას“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი ყაზბეგის სახელობის სკოლაში მსახურობდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში მიხეილ ზაქარიას ძე ავთანდილოვმა მიიღო 42 ხმა, კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვმა – 80, ივანე სერგეის ძე ალიხანოვმა – 75, როსებ თადეოზის ძე ამირეჯიბმა – 35, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილმა – 38,იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილმა – 75, ვასილი მიხეილის ძე ბარცოვმა – 38, ივანე მიხეილის ძე ბებუთოვმა – 38.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის სექტემბერში ღარიბთა პირველი თავშესაფრის გამგემ, მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილმა თავშესაფარი დაამთავრა და შეუდგა მოვალეობის აღსრულებას.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა ქალაქ გორის მოურავი იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 სექტემბერს თბილისის სამღვდელოების კრებაზე შეეხნენ ეკლესიებში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის შემცირების საკითხს. სიტყვით გამოვიდა სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო ამ მდგომარეობის გამოსწორება.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 სექტემბერს ქ. თბილისის სამღვდელოების კრებაზე აირჩიეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეზრუნა ქართული საეკლესიო გალობის გაუმჯობესებისათვის. კომიტეტის წევრები იყვნენ: ეპისკოპოსი დიმიტრი, დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი, დეკ. ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი და თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზი ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 5 სექტემბერს სეით იაშვილმა სამსახური დაიწყო თბილისის ქართულ გიმნაზიაში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 5 სექტემბერს თავადაზნაურთა კრებამ აირჩია კომისია, რომელსაც დაევალა შეემუშავებინა იმ სასწავლებლების ტიპები, რომელთაც უნდა მოხმარებოდა თანხა, ასევე სასწავლებლის შესანახი ხარჯთაღრიცხვა. კომისიაში აირჩიეს იოსებ ოცხელი, სიმონ ხუნდაძე, ივანე ჯაფარიძე, ნიკოლოზ მკურნალი, კონსტანტინე ღოღობერიძე, ბებურ ბებურიშვილი, სპირიდონ ჯორჯიკია, სამსონ თოფურია, სერაპიონ ღოღობერიძე, იასონ ბაქრაძე, ვასილ აბულაძე და ალექსანდრა დარახველიძე. კ

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში გრიგოლ იაგორის ძე კირაკოსოვმა მიიღო 43 ხმა, პეტრე ივანეს ძე კოჟინმა – 76, ალექსი ლვოვის ძე კოზლოვმა – 37, გრიგოლ არტემის ძე ქიუჩარიანცმა – 42, სტეფანე დანიელის ძე ლისიციანმა – 77, იაკობ ივანეს ძე მალინინმა – 42, კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილმა – 40.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში ფადეი ნიკოლოზის ძე ბოგომოლოვმა აიღო 36 ხმა, პეტრე სიმონის ძე ვასილევმა – 40, მიხეილ ნიკოლოზის ძე ვესელოვზოროვმა – 78, ვასილი დავითის ძე გაბაშვილმა – 46,გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა – 66.