ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის სექტემბრამდე კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივნისამდე ნეოფიტე ომარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყალამშის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 26 აპრილს სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სიღნაღის აგენტობაზე უარი უთხრა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს სიმონ დიდიმამიშვილი, დავით ნიკიტინი და ბარბარე ვარდოსანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1916 წელს დაარსებული ზუგდიდის სკოლის შენახვას წელიწადში 1775 მანეთი სჭირდებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილმა სასტიპენდიო ვალი 350 მანეთი გადაიხადა, ელენე ჩიჯავაძემ – 500, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილმა – 100.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა ცხინვალში, ყვირილაში, ჭიათურაში, ჩოხატაურში, განჯაში, თბილისში, ყარსში, სარაყამისში, ბორჩალოში, გროზნაში, ფუქში, პეტროვსკსა და ხარაგაულში.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილს სიღნაღის აგენტობა შესთავაზა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს არჩილ სიმონის ძე აბაშიძე, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძე და ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გიორგი დავითის ძე კილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძე და ვლადიმერ ილიას ძე ჩახვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძე, დავით აფრასიონის ძე გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ბესარიონის ძე გველესიანი, ივანე ბებიშვილი, ემანუელ და ეფროსიმე გაბრიჭიძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს თედორე ალექსის ძე გობრონიძე, მოსე ალექსის ძე დევდარიანი, ლუკა ანტონის ძე კელენჯერიძე, ერმინე და პლატონ ერმინეს ძე კვინიკაძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იაკინთე იოსების ძე გორგაძემ და მდივანმა მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილმა მთავარ გამგეობას ბორჯომის განყოფილების 1915 წლის ანგარიში გაუგზავნეს. ანგარიშის დაგვიანების მიზეზი ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარის ჯარში გაწვევა იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს პიმენ ლუკას ძე კახეთელიძე, პროკოფი მათეს ძე კალატოზი, იასე კოპლატაძე, სერგო კვანტრიშვილი და ამბაკო მაღრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძემ მთავარგამგეობას გაუგზავნა ბორჯომის განყოფილების 1915 წლის შემოსავლისა და გასავლის ანგარიში.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვასილ გრიგოლის ძე მაჭავარიანი, ჟორჟ (გიორგი) მუმლაძე, კალენიკე ჩხეიძე, კონსტანტინე და ლავრენტი ფერაძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ივანე ნიკოლოზის ძე ჯუღელი, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, სიმონ ივანეს ძე ჯორბენაძე, გიორგი ივანეს ძე საყვარელიძე და ერმალოზ წითელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზაქარია იოსების ძე შარიქაძე, ლავრენტი დავითის ძე ჭიპაშვილი, გრიგოლ ბეროს ძე ჟღენტი და კონსტანტინე ორჯონიკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე, გრიგოლ გრიგოლის ძე ახრახაძე, ილიკო ჭანკვეტაძე, მათე აბრამიძე და პანტელეიმონ ნიორაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.