რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რეხელი ბავშვებისთვის 192 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგე არსენ სიმონის ძე წითლიძე იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში საღვთო სჯულს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში მთელი წლის განმავლობაში მათემატიკას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, რაჟენ გამსახურდია ერთი წლის განმავლობაში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი იყო და მისი ხელფასი 580 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანია იყო 25 წლის, დასაოჯახებელი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი იყო 27 წლის, დასაოჯახებელი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იასონ ნიკოლაიშვილი 40 წლის, დაოჯახებული და ორი შვილის მამა იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სკოლის გამგე არსენ წითლიძე იანვრის დასასრულიდან, ავადმყოფობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად სკოლას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ლევან გედევანიშვილმა და ალექს კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მცხეთაში სკოლის გახსნა სთხოვეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ 23 სხდომას ივანე გიორგის ძე რატიშვილი დაესწრო 14-ჯერ, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა – 13-ჯერ, ვახტანგ მუსხელაშვილი და კონსტანტინე ჯაფარიძე – 4-4-ჯერ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა კი – 9-ჯერ.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ძველი სენაკის სასწავლებელში ცხოვრობდა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ბორჯომში – ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე და ვ. ყიფიანი; განჯაში – ელენე ალექსანდრეს ასული აბულაძისა და ნიკოლოზ ლუკას ძე ბაქრაძე; გორში – მაკრინე ქაიხოსროს ასული ამირაჯიბისა, ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისა, ბარბარე ამირაჯიბი და ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური; დუშეთში – აბელ ოქროპირის ძე იაშვილი; ზუგდიდში – ბესარიონ ჭილაძე და სპირიდონ აბესაძე; ზესტაფონში – ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა და გიორგი ბოკერია; თელავში – ელენე გიორგის ასული ვახვახიშვილისა, დ. ახვლედიანი, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ივანე კოლელაშვილი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები სოხუმში იყვნენ: ტ. შარვაშიძისა, თეიმურაზ მიხეილის ძე გაბუნია და სტეფანე თურქია, სიღნაღში – ი. ტყავაძე და ზაქარია ნაცვლიშვილი, ფოთში – კონსტანტინე მიქაბერიძე და იაკობ ფანცხავა, ქუთაისში – ანა ლორთქიფანიძისა, თომა მთავრიშვილი, მ. გელოვანისა, მარ. ყაუხჩიშვილისა, ანასტასია ბაქრაძისა, ნინო ხელთუფლიშვილისა, კირილე ლორთქიფანიძე, მიტროფანე ლაღიძე, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე კრინიცკი, სამსონ ყიფიანი, ვასილ თუმანიშვილი, რაჟდენ კანდელაკი და იას. ქუთათელაძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ 23 სხდომას თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე არც ერთხელ არ დასწრებია, თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე დაესწრო 22-ჯერ, წევრები – იესე ბარათაშვილი – ერთხელ, ფილიპე გოგიჩაიშვილი – 14-ჯერ, ნიკოლოზ ელიავა – 3-ჯერ.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ საპატიო წევრებად აირჩია ძმები იაკობ, ლევან და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ხელთუბნის სკოლის კომიტეტის წევრი იყო ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს თონეთის სკოლის კომიტეტის წევრი იყო კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ალ. პ. სარაჯიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი.