რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 1-ლ, 2, და 3 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა და 10 ივნისს წაიკითხა მოხსენება სკოლის დათვალიერების შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ბათუმის სკოლის ყველა განყოფილებაში კარგად ისწავლებოდა ქართული და რუსული ენა; მოსწავლეების უმრავლესობა სუფთად და ლამაზად წერდა; დისციპლინა საკმაოდ კარგი იყო. ზოგადად, სკოლაში მასწავლებლები ნაყოფიერად მუშაობდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ აზრს; საქართველოს ისტორიიდან ტექსტები ყველას ახსოვდა; უცნობ ტექსტებს კარგად კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ შინაარსს; რუსული ლექსებიც ზეპირად იცოდნენ და ხსნიდნენ მათ აზრს; გრამატიკა და მათემატიკა უჭირდათ; სამშობლოს აღწერიდან ნასწავლი საკმაოდ კარგად ახსოვდათ. აგრეთვე საკმაოდ კარგად იცოდნენ საღვთო სჯულის ტექსტები. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა რუსული ენის სახელმძღვანელო 100 გვერდამდე ისწავლეს; ათი არაკი და ლექსები – 14 გვერდამდე; წაიკითხეს ლევ ტოლსტოის პირველი და მე-2 წიგნი; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; შეეძლოთ ზამთრის სურათის აღწერა; მათემატიკიდან იცოდნენ ოთხივე მოქმედება, შედგენილი რიცხვები, ამოცანები შეკრება-გამოკლებაზე; სამშობლოს აღწერიდან – დასავლეთი საქართველო; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმა და თორმეტი დღესასწაული, მთავარი ლოცვები როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე და ქართველ წმინდანთა ცხოვრება: წმ. ნინოს, ანდრია მოციქულის, დავითისა და კონსტანტინესი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა „დედა ენიდან“ გვ. 61-107, ცხრა არაკი და ლექსები ისწავლეს, წაიკითხეს ეგნატე ნინოშვილის სამი მოთხრობა და ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები: ფარნავაზის, წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასლის, არაბთა შემოსევის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის შესახებ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „ბუნების კარის“ გვ. 133-150 და 156-198, აგრეთვე, ცამეტი ლექსი ზეპირად და არაკი „სამი ძმა"; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები ვახტანგ გორგასლის შესახებ; გრამატიკა – სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოთი; რუსული ენის სახელმძღვანელოდან – პროგრამის მცირე ნაწილი და გაიმეორეს გასულ წელს ნასწავლი მასალა; გრამატიკიდან – ბრუნვა; ანგარიშიდან – ოთხივე მოქმედება; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმის ათი ტექსტი და ახალი აღთქმა ამაღლებამდე. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა „ბუნების კარიდან“ ისწავლეს სამი მოთხრობა; „ბუნებისმეტყველებიდან“ – 26 სტატია და 10 ლექსი; გრამატიკიდან – მეტყველების ნაწილები ზმნამდე და ბრუნვა; რუსული ენის სახელმძღვანელო – 66-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – წერით სამი მოქმედება: შეკრება, გამოკლება და გამრავლება, აგრეთვე, სიგრძის, წონისა და დროის ერთეულები; საღვთო სჯულიდან – ძველი და ახალი აღთქმა პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანის სახელმძღვანელოდან და ლოცვები. ასევე მოსწავლეებმა იცოდნენ სამშობლოს აღწერა – დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებს წაკითხული ჰქონდათ „გლახის ნაამბობი“, „დიმიტრი თავდადებული“ და რამდენიმე პატარა მოთხრობა, ასევე „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან“: მეფე ფარნავაზის, ქრისტიანობის ქადაგებისა და წმ. ნინოს ცხოვრების მეორე ნაწილის შვიდი თავი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 11 ივნისს ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილმა პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს საბანკო საკითხების შესახებ გამართული თავად-აზნაურთა კრების შედეგები შეატყობინა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1906 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 30 მაისიდან 12 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 480. 82 მანეთი და დაიხარჯა – 75. 72.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ივნისს ხალხთა თავისუფლების პარტიის სამდივნომ პეტერბურგში მყოფი ილია ჭავჭავაძე ფრაქციის შეხვედრაზე მიიწვია.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 22 ივნისს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო კანცელარიიდან შეატყობინეს, რომ 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო თავად-აზნაურთა საკრებულოში, სადაც უნდა განეხილათ კანონპროექტი სიკდილით დასჯის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 ივლისს ქრისტინე შარაშიძემ სილვია ქიქოძეს მისწერა, რომ თბილისში ხშირად იყო გაფიცვები და იმ დღეს ტრამვაის მძღოლები გაიფიცნენ 2 საათით.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 ივლისს სესხის ყოველთვიური პროცენტების გადაუხდელობის გამო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობამ გადაწყვიტა, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულები საჯარო ვაჭრობით გაეყიდათ. ილიამ სთხოვა, მამულების გაყიდვა შეეჩერებინათ და თანხა ამავე ბანკის მიერ მისთვის დანიშნული პენსიიდან დაექვითათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რეხის ყოფილი მასწავლებლის, ესტატე ლომიძის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნინო ნაკაშიძის თხოვნა ოზურგეთის ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 13-დან 30 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 383. 75 მანეთი და დაიხარჯა – 362. 14.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს მიწათმოწყობისა და მიწათმოქმედების მთავარმა მმართველმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წიგნი „რუსეთის სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მონაცემთა კრებული XIX საუკუნის ბოლოსთვის“ და მასზე დართული კარტოგრამებისა და დიაგრამების ატლასი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე ალექსანდრე ცაგარელთან ერთად პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს შეხვდა და დიდხანს ისაუბრეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის 4 ივლისს შიო ალექსის ჩიტაძე ქართული გიმნაზიის შენობაში წამებით მოკლეს.