ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – იოანე შანავაძემ, დიმიტრი შავთვალოვმა, ზაქარია შიხაშვილმა, მიხეილ შარუმაიძემ, იოსებ ხეთაგურმა, ალექსი ხინჩაგაშვილმა, იგორ ჩქარეულმა და ივანე ჩითაევმა – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ილია სხირტლაძემ, ლეონტი სოხაძემ, არტემ სვეჩნიკოვმა, ზაქარია სვიმონოვმა, იაგორ საწიროვმა, პავლე სავიჩმა და დავით სირაძემ – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ნიკო რამაზაშვილმა, ივანე როსტიაშვილმა, მინა კბილაძემ, ივანე კახაძემ, ივანე მელაშვილმა, ეკატერინე სარაჯიშვილისამ და გიორგი სხირტლაძემ – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს. 

1908

ტიპი: ღონისძიება

მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე პავლე ფშავლიშვილი ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

1908

ტიპი: განათლება

1907-1908 წლებში ნოე რამიშვილი ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1917 წლებში პოლიევქტო სოფრომის ძე გაგოშიძე პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომპარტიის წევრი გახდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1910 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908-1909 წლებში ხონში საზაფხულო წარმოდგენების გამართვას მიწვეული მსახიობი ნიკოლოზ გვარაძე ხელმძღვანელობდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდება დაუმტკიცეს და 2 წლით დუშეთის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო ბარველი, ზედგინიძე (მოკარნახე), პლატონ ჩიქვინიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, შალვა დადიანი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს კლიმენტი ჩიქვანმა ჭელიშის მონასტრის საკუთრებაში არსებული სამი სახლი შეაკეთა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი საადგილმამულო ბანკში მუშაობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908-09 წლებში ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილმა გამოსცა ჟურნალები „ალიონი“ და „ახალი კვალი“.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ბაქოში დააპატიმრეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს პავლე ალექსის ძე კალანდაძემ ყოველკვირეული ჟურნალის „ახალი კვალი“ გამოცემა დაიწყო.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე თურქეთიდან ბათუმში დაბრუნდა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე ბათუმის საქალაქო სასწავლებელში შევიდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ქუთაისში დაპატიმრებული თედო სახოკია ეტაპით ირკუტსკის გუბერნიაში გაამგზავრეს და საცხოვრებელ ადგილად ვერხოლენსკის მაზრის სოფელი ჟიგალოვო მიუჩინეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თედო სახოკია ქუთაისის ციხეში მოათავსეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილებით იოსებ გობეჩიას პოლიციის დეპარტამენტი დასჭერად ეძებდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ანანია სალუქვაძე დაიჭირეს და ორი თვისა და ცხრა დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ ნამდვილი გვარით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი, მაგრამ ქალაქში სხვა გვარით ცხოვრობდა.