რეგისტრირებული ფაქტები50846
სორტირება თარიღი მზარდობით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება ალაგირის სკოლის მასწავლებლის შესახებ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის მასწავლებელთა მოხსენება ინსპექტორის დანიშვნისა და სკოლის ავტონომიის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სკოლის წეს-დებულების შემუშავებამდე და სხვა პირის არჩევამდე სკოლის გამგედ დომენტი ოყროშიძე უნდა დარჩენილიყო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა, რომ ის ყოფილიყო გამგეობის ვექილი და მიეღო საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილი კორესპონდენციები. გამგეობა დაეთანხმდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვლის გაზეთ „ზაკავკაზიეში“ აღნიშნული იყო, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებამ ილია ჭავჭავაძისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხის განხილვა მისი პეტერბურგში გამგზავრების გამო გადადო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა. სხდომა 20 თებერვალს გაიხსნა და 5 ივნისამდე გაგრძელდა.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძე, დუგლაძე და გაჩეჩილაძე ილარიონ მახარაძის მცველებმა ორმხრივი სროლის დროს დახოცეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში აფრასიონ მერკვილაძის შესაპყრობად სვერში, ერთი გლეხის სახლში, მისულ ილარიონ მახარაძეს მერკვილაძემ და მისმა ორმა რაზმელმა, დუგლაძემ და გაჩეჩილაძემ, მეზობელი სახლიდან ცეცხლი გაუხსნეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 თებერვალს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ შეიტანა შუამდგომლობა მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურთა მხრიდან არჩეული წევრის, დაჯილდოების შესახებ. ეს საკითხი გუბერნიის თავად-აზნაურთა 18 თებერვლისთვის დაგეგმილ საგანგებო კრებაზე უნდა განიხილათ.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა დას, ელისაბედს. ბოდიში მოუხადა თანხის დაგვიანებისათვის, აუხსნა, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სახელმწიფო საბჭოს სესიაზე დასასწრებად წასასვლელი თანხაც ძლივს იშოვა. შეჰპირდა, რომ როგორც კი შეძლებდა, გადაუხდიდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 14 თებერვლამდე ელისაბედ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს ვალის გადაუხდელობის გამო უსაყვედურა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 თებერვლიდან 5 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე რუსეთში გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელთა თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა უმიზეზოდ დაკავებულ პოლიკარპე ლორთქიფანიძეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის მარტიდან ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში შეხვდა ივანე ჯავახიშვილს. ილიას აინტერესებდა, საქართველოს ისტორიაში იყო თუ არა შრომის კოოპერატიული ფორმის მსგავსი რამ. დადებით პასუხის მიღების შემდეგ ილიამ ივანე ჯავახიშვილს ამ თემისადმი მიძღვნილი წიგნისთვის ისტორიული ნაწილის დაწერა შესთავაზა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „სახალხო მასწავლებლის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ ხარჯთაღრიცხვის შედგენა დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „სიტყვაკაზმული მწერლობის კრებულების“ გამოცემის საკითხი. დაწვრილებითი პროგრამის შემუშავება ფილიპე გოგიჩაიშვილს დაავალეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება კანცელარიისა და წიგნის მაღაზიისთვის ბინის გამოცვლის შესახებ. ამ საკითხზე ზრუნვა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პართენ გოთუას წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება სახალხო-სამასწავლებლო ჟურნალის გამოცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კავკავის შემნახველ-გამსესხებელი სალაროს თხოვნა, გამგეობას მიეღო ზომები გიორგი უთურაშვილის სალაროს ვალთან (20 მანეთი) დაკავშირებით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მარტს თბილისის გუბერნიის საზოგადოებათა საქმეების სამმართველოს დადგენილებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) წესდების შეცვლის თაობაზე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წასაკითხ მოხსენებაზე სიკვდილით დასჯის გაუქმების აუცილებლობის შესახებ.