ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ყოფილ მარშალ ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანს ესტუმრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ რევოლუციურმა გამოსვლებმა იკლო და ილია ჭავჭავაძე საგურამოს მეურნეობაში წესრიგის დამყარებას ცდილობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი სოფრონის ძე ჯაში საგურამოს მოურავად დანიშნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ წიწამურელ გლეხებს, რომლებიც მისი მიწებით სარგებლობდნენ და გადასახადი მოწეული ხორბლით უნდა გადაეხადათ, დადებული პირობის შესრულება მოსთხოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ დიმიტრი ჯაში ხშირად დადიოდა წიწამურსა და საგურამოს ბაღში გლეხთა შეკრებებზე და მათ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განაწყობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ახალ მოურავს, დიმიტრი სოფრონის ძე ჯაშს დაავალა, რომ გლეხებისთვის, რომლებიც ორი წლის მანძილზე გადასახადს თვითნებურად არ უხდიდნენ, პირობის შესრულება მოეთხოვა. მოურავი ილიასგან დაუკითხავად უვადებდა გლეხებს გადახდის ვადას, რითაც მათ თავის მიმართ კეთილად განაწყობდა, ილია კი დაუნდობელ მემამულედ გამოჰყავდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილისათვის „დედა ენის“ ჰონორარის გადაცემის საკითხი. გოგებაშვილმა მიიღო 1000 მანეთი და კიდევ ამდენივე ერგებოდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მელიტონ კელენჯერიძის თხოვნა, რომ გამოეცათ მისი „სიტყვიერების თეორია“ და „ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა“. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ხახანაშვილის წინადადება, „ქართული სიტყვიერების ისტორიის“ ჰონორარი – 300 მანეთი საზოგადოების საწევრო გადასახადად შეეტანათ და ალექსანდრე ხახანაშვილი დამფუძნებელ წევრად ჩაერიცხათ. გამგეობა დასთანხმდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება ბათუმის, ძველი სენაკისა და ყალამშას სკოლების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი ჟენევაში გაემგზავრა პეტრე ზუბალაშვილის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის საქმეების გასარკვევად, რასაც სამი დღე მოანდომა, თუმცა გარკვეული ცნობა ან ხარჯთაღრიცხვა ვერ მიიღო სამკითხველოს წევრებისაგან, ვერც ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობის შესახებ გაიგო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის ივლის-აგვისტოში ხარიტონ შიოშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მსახურად მუშაობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავა სამსახურებრივი საქმეების გამო ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრა. ილიამ წუხილი გამოთქვა, მოურავად ისეთი დამანიშნინეს, ხალხს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებსო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ორი კვირით მეუღლის გარეშე იყო საგურამოში. თბილისში ოლღას წერილით შეატყობინა, რომ მათი ახალი მოურავი დიმიტრი ჯაში თაღლითი აღმოჩნდა და ახალ მოურავს ეძებდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავამ ილია ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ დაინახა, როგორ გამოდიოდა საგურამოს მოურავი დიმიტრი ჯაში ჟანდარმთა სამმართველოდან ხელში ბრეზენტის ჩანთით და ქაღალდებით. ფაღავას მცხეთის ჟანდარმერიაში რომ უკითხავს, ილიას მოურავს იქ რა უნდოდაო, უთქვამთ, რომ მათთან თანამშრომლობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის დახოცვის შემდეგ ყაჩაღები ილია ჭავჭავაძეს ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევდნენ, მაგ., საგურამოში სასტიკად დაუხოცეს შინაური ცხოველები.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი პიატიგორსკში იმყოფებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა ავტობიოგარფია ივანე გომართელის თხოვნით დაწერა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ აუსრულა თხოვნა და ვერ მიაწოდა ავტობიოგრაფია.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ პატარაობაში იგი ერთი რუსის ოჯახში მსახურობდა, რუსულს სწავლობდა და სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა მისი თხზულების „მრევლში“ სომხური თარგმანი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი მიმართავს თხოვნით ივანე გომართელს, ყაზარ კარაპეტიანცს გადმოათარგმნინოს სომხურიდან მისი თხზულებისთვის „მრევლში“ დართული მოკლე ავტობიოგრაფია.