ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკების შესახებ შეკრებილი ცნობები სრულყოფილი არ იყო. მაგალითად, უცნობი იყო წლის განმავლობაში რამდენ მოსწავლეს ჰქონდა გაცდენილი გაკვეთილი, რამდენი მოსწავლე იყო თითოეულ განყოფილებაში და სხვ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ გამგეობამ გასულ წელს კავკავის სკოლის კომიტეტს დახმარების სახით 538 მანეთი და 30 კაპიკი გადასცა, თუმცა ეს საჭირო არ იყო, რადგან კავკავის სკოლის კომიტეტს შემოსავალი გასავალზე 2853 მანეთითა და 37 კაპიკით მეტი ჰქონდა და ფინანსური დახმარება არ სჭირდებოდა. სარევიზიო კომისია აღნიშნავდა, რომ საზოგადოებას არამიზნობრივად დასაკარგი თანხა არ ჰქონდა, მით უფრო, როცა სხვადასხვა რაიონში სკოლების მოსაწყობად ფინანსები არ ჰყოფნიდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ თონეთის სკოლას სახარჯო თანხა 900 მანეთი ჰქონდა და ამ სკოლისთვის ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა საჭირო არ იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების შემოწირულობების შესახებ ყოველთვის უნდა დაებეჭდა გაზეთში. ასევე დროგამოშვებით შემოწირულობების მიღებაც უნდა გამოეცხადებინა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ბათუმის სკოლას 700 მანეთი ვალი ჰქონდა აღებული, მიუხედავად იმისა, რომ ვალის აღება არ სჭირდებოდა, რადგან გასულ წელს სკოლას ზედმეტი შემოსავალი 138 მანეთი და 90 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლების წლიურ ანგარიშში სრულად არ იყო აღნიშნული ცნობები, თუ რამდენად კარგად იცოდნენ მოსწავლეებმა წერა-კითხვა, დავიწყებული ჰქონდათ თუ არა ნასწავლი მასალა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ან რა აზრი ჰქონდა სოფლების მოსახლეობას სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ გამგეობის ჟურნალები სწორად არ იყო შედგენილი. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ბიბლიოთეკების წიგნების რაოდენობა სრულად არ იყო აღრიცხული. ქართული და რუსული წიგნი უნდა ყოფილიყო 19192 ცალი, მაგრამ აღრიცხვის შემდეგ ადგილზე 9313 ცალი აღმოჩნდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ ნიკოლაძის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს დამატებითი ცნობების გაგზავნა მოსთხოვა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრის, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის წერილი ჟენევის ქართველი სტუდენტების ბიბლიოთეკისა და ამ ბიბლიოთეკისთვის 1500 მანეთის გაგზავნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ახალციხის ბიბლიოთეკის გამგედ კონსტანცია მეფისაშვილის მაგივრად ბენიამინ კანდელაკის არჩევის საკითხი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლიდან გამოგზავნილი პასუხი რევიზორ ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებაზე. წერილი განსახილველად და  გამგეობისთვის მოსაზრების წარსადგენად  ბოცვაძეს გადასცეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი მაჭარაშვილის თხოვნა, სოფელ ალიში გლეხებისთვის „კაკო ყაჩაღის“ 50 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ გიორგი ჟურული დამტკიცებულიყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის განცხადება მისთვის წიგნების ჰონორარის დროულად გადაცემის შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარის ამხანაგად დამტკიცებულიყო ნიკოლოზ საბაშვილი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან თანხის ნაწილის საზოგადოების მასწავლებელთა საპენსიო სალაროსთვის მოხმარების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ნიკოლსკში გადასახლებული ქართველი პოლიტიკური პატიმრებისათვის საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მიერ წარდგენილი წინა წლის ანგარიში. პასუხის მომზადება სამსონ ფირცხალავას დაევალა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მოხსენება განსვენებული ილია ჭავჭავაძის მოძრავი ქონების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალა, შესანახად ჩაებარებინა ილია ჭავჭავაძის მოძრავი ქონება.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების თხოვნა ალექსანდრე თორაძისთვის პეტრე ზუბალაშვილის მიერ გაგზავნილი თანხიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ მათ უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მელიტონ გობეჩიას თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში გაგზავნილი თანხის ნაწილით. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ოლღა გურამიშვილის წერილი ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ელ დეკემბერს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სარევიზიო კომისიის ანგარიშის პასუხი წარუდგინა.