ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება ლაზებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება სოლვიჩეგოდსკში გადასახლებული ქართველებისთვის საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აღიძრა საკითხი, რომ მუზეუმი და ძველი წიგნების ბიბლიოთეკა გადასცემოდა სპეციალურ ორგანოს – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. კრებამ აირჩია კომისია, რომელსაც გამგეობასთან ერთად უნდა მოეფიქრებინა, როგორ მოაგვარებდნენ საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქმეს. კომისიის წევრებად ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე აირჩიეს.

1907

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1907 წლის 9 დეკემბერს საზოგადო კრებამ აირჩია კომისია ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ რცხილაძისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის შემადგენლობით, რომელთაც საზოგადოებასთან ერთად უნდა ემუშავათ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის საქმეზე. კომისიამ გამგეობასთან ერთად დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა-მუზეუმი დროებით დარჩენილიყო ისევ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში და არ გადასცემოდა საისტორიო საზოგადოებას.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ივანე პურადაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ ქუთაისში გამართულ საღამოზე შემოსული თანხიდან (370 მან.) 14 მანეთი ერგებოდა იოსებ ქუთათელაძეს მწერლის სურათის მიწოდებისთვის, დარჩენილი 356 მან. კი ილიას ფონდს ეგზავნებოდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 20 დეკემბერს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პარიზიდან გამოგზავნილ წერილში შესთავაზა, პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის ხარჯთაღრიცხვა სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილისთვის ან გრიგოლ ივანე ძე გველესიანისთვის დაევალებინათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ფილიპე გოგიჩაიშვილმა ჟენევიდან პარიზში მიიღო ქართველ სტუდენტთა იმ წერილის ასლი, რომელიც მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ფილიპე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პარიზიდან თბილისში გამოუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა პეტრე ზუბალაშვილის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის ჟენევაში გახსნილი ბიბლიოთეკის სავალალო მდგომარეობის შესახებ. გოგიჩაიშვილის აზრით, შვეიცარიაში მყოფი ქართველი სტუდენტების უმრავლესობას სწავლის სურვილზე მეტად პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ხონის ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა თხოვნა, ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელ პირად ვიქტორ ქუთათელაძე დაენიშნათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა საზოგადოების წლიური კრების გაგრძელებაზე ზრუნვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ლევან, იაკობ და პეტრე ზუბალაშვილებისთვის წერილობით გადაეხადათ მადლობა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 22 დეკემბერს დაგეგმილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ორგანიზებული წარმოდგენის გამართვა. დადგენილებას ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკო ცხვედაძემ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის დაკრძალვიდან შემონახული ვერცხლის გვირგვინი გაეყიდათ.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წლის 27 აგვისტომდე ილია ჭავჭავაძე გრძნობდა თავდასხმის საფრთხეს, ერიდებოდა იმ აივანზე გასვლას, რომელსაც ბაღი აკრავდა, შესაძლებელი იყო ჩასაფრება და მოულოდნელად სროლა. გარდა ამისა, მასთან სტუმრად მყოფ ზაალ ჭავჭავაძეს რევოლვერი გამოართვა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანმა სკოლებისთვის შეადგინა სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1914 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში საუნივერსიტეტო საქმიანობაში იოსებ ოცხელს მხარს უბამდნენ დიმიტრი უზნაძე, სილოვან ხუნდაძე, ვუკოლ ბერიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, სიმონ ქვარიანი, პეტრე ყიფიანი, იასონ ნიკოლაიშვილი და სხვები.

1908

ტიპი: თანამდებობა

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ კავკასიის ოლქის მზრუნველობის განკარგულების თანახმად ვლადიმერ აბაშიძე ასწავლიდა გიმნასტიკასა და სამხედრო ვარჯიშს ამავე გიმნაზიაში 1908 წლიდან 1917 წლამდე. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს სარდიონ თევზაძე მუშაობდა ტრამვაის სახელოსნოში მემანქანის თანაშემწედ.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე დაატუსაღეს. ის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, რის შემდეგაც გადაასახლეს თბილისის გუბერნიიდან სამხედრო წესების მოხსნამდე.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს აკაკი ჩხენკელი ვენაში სწავლობს ეროვნულ საკითხებს. ის თანამშრომლობს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებთან, ესწრება სოციალისტურ კონგრესებს და კონფერენციებს.

1908

ტიპი: განათლება

1908-1916 წლებში შოთა ბერიძე კონსტანტინოპოლში სწავლობდა. რვა კლასის დასრულების შემდეგ სრული წელიწადი იმეცადინა ფილოსოფიასა და სხვა სამეცნიერო საგნებში ევროპის უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. სწავლა დაამთავრა ქართულ, ფრანგულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, სევერიან გიორგის ძე კეთილაძეს აფთიაქი ჰქონდა ბალახანში.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, ალექსანდრე ლუარსაბის ძე გოცირიძეს აფთიაქი ჰქონდა ბაქოში, ტელეფონაიას (Телефонная) ქუჩაზე.