რეგისტრირებული ფაქტები51843
სორტირება თარიღი მზარდობით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი და მიიღო სრული საფასური, რის გამოც მოვალე იყო, სახელმძღვანელოს მეორე ნაწილიც მათთვის გადაეცა. ნასყიდობის წიგნი დაამოწმეს პეტრე სურგულაძემ და სიმონ ფირცხალავამ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს სთხოვა ჟენევის ბიბლიოთეკის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ცნობების მიწოდება და იმ პირთა მოძებნა, რომლებიც წიგნებს აღწერდნენ და ვინც ბიბლიოთეკას ზედამხედველობას გაუწევდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკა ცუდ მდგომარეობაში იყო და მის მოსაწესრიგებლად 500 მანეთს გზავნიდა.
1908
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1908 წელს ქართველი სტუდენტი ევგენი გიორგის ძე გუგუშვილი მოსკოვში ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ლუჟნეცკაია, ძმები სმირნოვების სახლი, ბინა 7.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ფილიმონ პოლიევქტოსის ძე კარბელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ფილიალის წევრის, ექიმ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილის მისამართი აზერბაიჯანში იყო: ბალახანის ქუჩა, გაჯინსკის სახლი.
1908
ტიპი: განათლება
ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დამსახურებითი სიის მიხედვით, 1908 წელს მან დაამთავრა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი ვერცხლის მედლით და პარიზის კურსები „Alliance français". ასევე კავკასიის სამასწავლებლო ოლქში ჩააბარა ფრანგული ენის გამოცდა და მიენიჭა ოჯახის მასწავლებლის წოდება.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს პოლიევქტო ანტონის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ზაქარია ისაკის ძე აბრამიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს არჩილ ბჟალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ბეშკენაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ნიკოლოზ იოსების ძე ბარნოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლისა (გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) და მდივნის (ილია ზურაბიშვილი) მიერ ხელმოწერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად შესაწირი თანხის მოძიების საკითხის განსახილველად უნდა მიემართათ უახლოესი საგუბერნიო კრებისთვის. კრება უნდა გამართულიყო შემოდგომაზე ან მომავალი წლის დამდეგს. დელეგატებად დანიშნულები იყვნენ დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი და ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის გუბერნიის ქართველი თავადაზნაურობა მოვალეობად მიიჩნევდა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს საუკეთესო შვილის, ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის ძეგლის გაკეთება შესთავაზა. საზოგადოებამ მისი წინადადება მოიწონა და ძეგლის გასაკეთებლად 100 მანეთი გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს დიმიტრი ვარდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს 2 ხელნაწერი გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ნიკოლოზ მრევლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის 22. 40 მანეთი შეაგროვა.
1908
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშს ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა და წევრებმა – დავით კარიჭაშვილმა, იაკობ ღულაძემ, გიორგი ლასხიშვილმა, ალექსანდრე მდივანმა, ალექსანდრე ყიფშიძემ, ლუარსაბ ბოცვაძემ, პეტრე სურგულაძემ და სამსონ ფირცხალავამ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ადამ და ვასილ ბერელაშვილებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 20 მანეთი გადასცეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ანა ბურჯანაძემ, ვერა წერეთელმა, დარია ფალავანდიშვილმა და აღათია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავაზის სკოლაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის თებერვალში ალექსანდრე სარაჯიშვილმა, გრიგოლ რცხილაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად სხდომის დანიშვნა სთხოვეს.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
ზაქარია გიორგის ძე ერისთავი, ზაქარია გრიგოლის ძე ერისთავი, კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი, ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილი, ივანე ანდრიას ძე ზუბალაშვილი, გიორგი იორამის ძე თარხნიშვილი, პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი, ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა და დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები იყვნენ. მათ ყოველწლიურად უნდა ეხადათ საწევრო – 10-10 მანეთი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი, ანეპოდისტე იასეს ძე მაჩაბელი, რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისა, მარიამ ალექსანდრეს ასული მინგრელსკისა, ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი, გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი, გიორგი ილიას ძე ორბელიანი, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი და დავით სუმბათაშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები – ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო – 10 მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ხელნაწერი გადასცა.