ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1908

ტიპი: ავტორობა

1908-09 წლებში ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილმა გამოსცა ჟურნალები „ალიონი“ და „ახალი კვალი“.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ბაქოში დააპატიმრეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს პავლე ალექსის ძე კალანდაძემ ყოველკვირეული ჟურნალის „ახალი კვალი“ გამოცემა დაიწყო.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე თურქეთიდან ბათუმში დაბრუნდა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე ბათუმის საქალაქო სასწავლებელში შევიდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ქუთაისში დაპატიმრებული თედო სახოკია ეტაპით ირკუტსკის გუბერნიაში გაამგზავრეს და საცხოვრებელ ადგილად ვერხოლენსკის მაზრის სოფელი ჟიგალოვო მიუჩინეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თედო სახოკია ქუთაისის ციხეში მოათავსეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილებით იოსებ გობეჩიას პოლიციის დეპარტამენტი დასჭერად ეძებდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ანანია სალუქვაძე დაიჭირეს და ორი თვისა და ცხრა დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ ნამდვილი გვარით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი, მაგრამ ქალაქში სხვა გვარით ცხოვრობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს შალვა ნუცუბიძე საჯარო ლექციებს კითხულობდა მარქსიზმის ფილოსოფიოს შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლიდან იოსებ გობეჩია ხრესილში სახალხო მასწავლებლებისთვის გამოცვლილი გვარით კითხულობდა ლექციებს ასტრონომიასა და მათემატიკაში.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908-1912 წლები გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი გერმანიასა და შვეიცარიაში ცხოვრობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს სიმონ ქვარიანი ფინანასთა სამინისტროში მდივნად მუშაობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანის შედგენილი სასკოლო სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“ ყოველწლიურად იბეჭდებოდა 20 ათას ცალამდე.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლოზე ბენია ჩხიკვიშვილს 4 წლით კატორღა მიუსაჯეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს გურული ტერორისტების შიშით „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, ბენია ჩხიკვიშვილისა და „მთავრობის“ სხვა წევრების გასამართლება ოდესაში გადაწყვიტეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს კარლო ჩხეიძე სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თევდორე კიკვაძე მუშაობდა იუმორისტულ ჟურნალში „ეკალი“.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს დროებით შეჩერებული იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ გამოცემა განახლდა ციხიდან ჟურნალის რედაქტორის, პლატონ გაჩეჩილაძის გამოსვლის შემდეგ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 იანვარს ჟენევაში მყოფმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჟენევის ბიბლიოთეკისთვის პეტრე ზუბალაშვილის თანხიდან 115 მანეთი სთხოვეს. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.