რეგისტრირებული ფაქტები50834
სორტირება თარიღი მზარდობით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 იანვარს განხილული ილია ჭავჭავაძის ანდერძის თანახმად, ყვარლის მამული – მიწა, ვენახი, ტყე და სხვა, რომელიც ბანკში იყო დაგირავებული და ვალად ერიცხებოდა 16 294 მანეთი და 85 კაპიკი, გადადიოდა პირდაპირი მემკვიდრეების ხელში, ხოლო თუ ისინი უარს განაცხადებდნენ მამულის მიღებაზე, მაშინ ბანკებისა და კერძო პირებისგან ვექსილებით აღებული მთელი ვალი – 16 410 მანეთი მხოლოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასასტუმრებელი იქნებოდა. ანდერძი განიხილეს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას აცნობებენ, რომ ქუთაისის ქალაქის გამგეობის თანამშრომლები 1 იანვრიდან ყოველთვიური ჯამაგირის 1/2% – 1% -ს გადაიხდიან ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-კულტურული ფონდის გასაძლიერებლად, დაგროვილ თანხას კი სურვილისამებრ – წელიწადში ერთხელ ან ორჯერ – გაუგზავნიან საზოგადოებას. შეტყობინებას ხელს აწერს ქალაქის გამგეობის წევრი იაკობ ფანცხავა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ დემურიას თხოვნა ტუსაღებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ვლადიკავკაზის კომიტეტის მოხსენება ქართული პროფესიული სკოლის გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიკავკაზის სკოლის ანგარიში განიხილეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მცხეთის სამთავროს სკოლის გამგის თხოვნა დახმარების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სკოლების ქართველი მასწავლებელთა თხოვნა ისტორიისა და გეოგრაფიიის ქართული სახელმძღვანელოების გამოსაცემაში დახმარების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზის მოსამსახურეთა თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველი სტუდენტების მოხსენება სტიპენდიების განაწილების შესახებ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღათია წერეთელი ვლადიკავკაზის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: დავით ხოშტარია თვიურად – 50 კაპიკი, კირილე ხოშტარია – 15 კაპიკი, გრ. გლადკოვი – 15 კაპიკი. დოკუმენტს ხელს ხაზინადარი ნოე ჟღენტი აწერს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: იოსებ გინზბურგი — 50 კაპიკი, ნოე ჟვანია — 20 კაპიკი, იასონ ჩაჩავა — 1 მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარ ნოე ჟღენტის ცნობით, ილიას ფონდისთვის ერთჯერადი შესაწირი გაიღეს ვ. ბ. ხარაბაძემ (10 მან.) და მიხეილ დარახველიძემ (8 მან.).
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარი ნოე ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვს, გაზეთ „ისარში" გამოაცხადონ, რომ ფოთის ქალაქის გამგეობის თანამშრომლები კისრულობენ, ვიდრე სამსახური ექნებათ, ყოველთვიურად შეეწიონ ილიას ფონდს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ანდრია ხოჭოლავა — 30 კაპიკი, კონსტანტინე ხუბუა — 20 კაპიკი, ლ. ყრუაშვილი — 50 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: მიხეილ ჭავჭანიძე — 20 კაპიკი, ჰაიკ ბარამიძე — 30 კაპიკი, ნინა ნარაკიძე — 15 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ნოე ჟღენტი — 60 კაპიკი, გიორგი გოგიჯანოვი — 20 კაპიკი, იასონ ჩხარტიშვილი — 25 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ს. ხოშტარია — 50 კაპიკი, იოსებ კოხრეიძე — 25 კაპიკი, ი. ჟღენტი — 1 მანეთი და 25 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: მ. ნადირაძე — 60 კაპიკი, კონსტანტინე გამყრელიძე — მანეთი, გრიგოლ რეიკინი — მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ნიკო ნიკოლაძე — 4 მანეთი, იონა მეუნარგია — მანეთი და 65 კაპიკი, ს. ფარეიშვილი — მანეთი და 25 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის თხოვნა ჟურნალ „განათლების“ დახმარების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება გურიის ბიბლიოთეკებისთვის შეწირული ფულის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 4-დან 9 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 3352. 92 მანეთი და დაიხარჯა – 2790.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქარელის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.