ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50834

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს მღვდელი ეპიფანე ჯაოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ბარბარე პაატას ასული სულხანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ელიავა, მთავარ გამგეობას 1916 წელს ბათუმის განყოფილების წევრთა სია გაუგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების წევრ ივანე პაატაშვილს დაავალა, ზომები მიეღო წიგნის მაღაზიის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს არ ეტყობოდა გამგეობის მზრუნველობა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის საწყობში წესრიგი იყო, ცეცხლისგან დაზიანებული და გადარჩენილი წიგნები კი – გადარჩეული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაღდი ფულით 873.88 მანეთი ჰქონდა, გასაყიდი ნივთების ფასი 97247.20 მანეთს შეადგენდა, ხოლო ინვენტარი 143.19 მანეთის იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმების კატალოგები მოუწესრიგებელი იყო, მუზეუმის ნივთები – შეუსწავლელი და საბუთები აღურიცხავი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ჯამაგირის მომატების ნაცვლად ოქტომბერში მათთვის ერთდროული დახმარების მიცემა გადაწყვიტეს.