ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნინა ბახვას ასული თევზაია, ივლიტა ჩიჩუა, ოლღა ფილიპეს ასული არსენიშვილი, იორონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო გასავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 1910 წელს შემოსავლის 20% – 130 მანეთი – მთავარ გამგეობას გაეგზავნებოდა, მაღაზიის მოწყობას 600 მანეთი დასჭირდებოდა, საკანცელარიო და საფოსტო ოპერაციებს – 15, მოულოდნელ ხარჯებს – 50 მან. სულ 1910 წლის თელავის განყოფილების სავარაუდო გასავალი 795 მანეთი იქნებოდა.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს კარაკლისში.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლობიდან (წინამძღოლობიდან) გადადგა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ელენე ბახტაძე საცხოვრებლად რუსეთში ჩავიდა. მან ნოვოროსიისკში დაწყებითი სკოლა დააარსა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლამდე მარიამ ივანეს ასული დემურია ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და მისი რედაქტორი იყო.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართული ლიტერატურისა და მწერლობის სიყვარული სოლომონ ცაიშვილს ჯერ კიდევ 1910 წელს სამრევლო სკოლაში ჩაუნერგა ცნობილი მწერლის იონა მეუნარგიას ოჯახმა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1913 წლებში რაჟდენ ივანეს ძე ჩიხლაძე მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლიდან ნოე რამიშვილი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა სამშობლოში გააგრძელა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1912 წლებში ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე ქვე­დის ღვთის­მშობ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო და სათეატრო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „Новая речь“-ის რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვარში, რუსეთში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ქუთაისიდან თბილისში, ქართული დრამატული საზოგადოების დასში, გადავიდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვალერიან შალიკაშვილმა თარგმნა „კეისარი და კლეოპატრა“ და იაკობ გორდინის „სატანა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვრიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქუთაისიდან თბილისის თეატრალურ დასში გადავიდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს რეჟისორმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა დიდი სცენების მოწყობასა და რეპეტიციებზე დამხმარედ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი აირჩია.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრები იყვნენ: ვასო ალექსის ძე აბაშიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გედევან გედევანოვი, ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი, ზაქარია მიხეილის ძე საფაროვი და სხვ.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომელმაც 14 მარტიდან ქართულ თეატრში წარმოდგენების გამართვა დაიწყო. ამხანაგობის გასტროლიორი წევრები იყვნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ნინო ჩხეიძე და კონსტანტინე ყიფიანი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ვალერიან გუნია ქართულ თეატრში მსახიობთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლების რეჟისორი იყო.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრები იყვნენ: ტასო ვასილის ასული აბაშიძე, ნ. გამყრელიძე, ალექსანდრა მიხეილის ასული კარგარეთელი, ნინო კოლხიდელი, ბ. ნებიერიძე და სხვ.