ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ბეგლარ ბეგლარიძე, ზაქარია ბერიშვილი, ვალერიან გუნია, იოსებ გრიშაშვილი, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს შალვა გოგოლაშვილი, ე. კეჟერაძე, მ. რატიანი, ივანე ჭავჭანიძე, შ. რატიანი, ნ. ნადარეიშვილი და დ. მებუკე ხონის დასის სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: ნინო შიოს ასული დავითაშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, არეთა ლოლუა, მარო მდივანი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ნატალია ჯავახიშვილი, პაშა შოთაძე და სხვ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის ზაფხულში ნატალია გაბუნია ზემო ხვედურეთში ისვენებდა, იქიდან დაბრუნებისას მატარებელში გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მსახიობი დავით აწყურელი ქუთაისის დასმა მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს არტემ პეტროსიანმა სომხური დრამატული საზოგადოების გამგეობის დავალებით სომხურად თარგმნა ივანე გომართელის „დრამატიული გამგეობის წევრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვარშავაში გამოცემული ანდრია ყარაშვილის მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის მუსიკალურ მაღაზიებში შეიტანეს გასაყიდად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვალერიან გუნიამ იაკობ გორდინის პიესა „მირრა ეფროსი“ თარგმნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გამოიცა იაკობ გოგებაშვილის წიგნი „რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერები“, რომელიც ავტორმა ვასილ პეტრიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილმა ქართულ ენაზე თარგმნა ანრი ბატაილის პიესა „ორი ვნება“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-12 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა ტყაჩირის წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მარიამ საფაროვა ქართული თეატრის გარდერობის გამგე იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მარიამ საფაროვა ქართული თეატრის გარდერობის გამგე იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქუთაისის თეატრს ელექტროენერგიას მიტროფანე ლაღიძის ელექტროსადგური აწვდიდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-1911 წლებში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა დაწერა პიესები: „ოჯახი“, „მსხვერპლი“, „გამცემი“, „სიმართლე“, „გაიქცა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს მიხეილ კავსაძემ თბილისის ქართული საამხანაგო მომღერალ-მგალობელთა გუნდი შექმნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გიორგი შალიბაშვილის ინიციატივით სურამში დაარსებული დრამატული საზოგადოება 1914 წელს მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, წარმოდგენებს არ მართავდა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წელს იოსებ იმედაშვილი მელიტონ გობეჩიასთან ერთად დროებით იჯდა მეტეხის ციხეში.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-17 წლებში იოვანე იოსების ძე გიორგაძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა პაპა, მახარე დედაბრიშვილი.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზაქარია დედაბრიშვილი მისი მამა იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი და მისი ძმა დედამ თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ ვარშავაში მის მიერ შექმნილ ქართველთა წრის მოქმედებების გამო მისმა დაპატიმრებამ 1886 წლიდან ჩაფიქრებული არაერთი მოთხრობისთვის გამზადებული ჩანაწერი იმსხვერპლა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ წერა საკმაოდ ადრე დაიწყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ ვარშავაში მის მიერ შექმნილ ქართველთა წრის მოქმედებების გამო დაპატიმრებისას ბევრი ხელნაწერი ჩამოართვეს.