ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 3 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მოიწვია კრება ქ. თელავში. კრებაზე აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე – მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტის, ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულმა სხდომამ უახლოეს მიზნად სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა დაისახა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტის, ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულმა კრებამ საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გათვალისწინებით თელავში საზოგადოების განყოფილების გახსნა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ციმბირში გადასახლებული თედო სახოკია სოფელ ჟიგალოვოდან ირკუტსკში გამოიქცა, ხოლო იქიდან რკინიგზით − საქართველოში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ირკუტსკის გუბერნიიდან რკინიგზით გამოქცეულმა თედო სახოკიამ სიზრანამდე მეორე კლასის მატარებლით იმგზავრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადადეს განსახილველი საკითხი – იასონ ჩხენკელის თხოვნა მაისისა და ივნისის სტიპენდიების წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადადეს განსახილველი საკითხი – არჩილ ჯაჯანაშვილის თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა – ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ალექსანდრე ყიფშიძემ, სამსონ ფირცხალავამ და თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა – განიხილეს ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება, რომ გამგეობას პოლიევქტოს კარბელაშვილისგან წიგნი და ძველი ხელნაწერები შეესყიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი ლაზარე შურღაიას თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა მისი შედგენილი ქართულ-სვანური ლექსიკონის გამოსაცემად შეძენის შესახებ. საზოგადოებას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ გადაწყვიტეს, მიემართათ ნიკო მარისთვის, რომელიც ლექსიკონის გამოსაცემად სამეცნიერო აკადემიასთან უშუამდგომლებდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს სამსონ ფირცხალავასა და დავით კარიჭაშვილს დაევალათ ზომები მიეღოთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრებს თანხა გადაეხადათ. 

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა წერილი იქაური ქართული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ეთხოვათ, სერაპიონ დადუნაშვილისთვის მიეწოდებინათ დაწვრილებითი ცნობები.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, დაეკმაყოფილებინათ იასონ ჩხენკელის თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ გიორგი ყაზბეგს, ფილიპე გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე ყიფშიძესა და სამსონ ფირცხალავას უნდა ეშუამდგომლათ პოლიევქტოს კარბელაშვილთან წიგნისა და ძველი ხელნაწერების შესყიდვის თაობაზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, დაეკმაყოფილებინათ არჩილ ჯაჯანაშვილის თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ეკატერინე რუსიეშვილის თხოვნა პატიმარ გ. მახვილაძისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლაზარე შურღაიას თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, თხოვნა დაეკმაყოფილებინა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს 3 მაისის სეირნობისა და ლატარიის ანგარიში, რისი შემოწმებაც ალექსანდრე მდივანს დაევალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაქსიმილიანე ჭავჭავაძემ, ვასილ კახიძემ და ნიკიფორე მამინაიშვილმა გაუგზავნეს 3 მაისს თელავის განყოფილების დაარსების ოქმი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების თელაველმა წევრებმა ჭავჭავაძემ, კახიძემ და მამინაიშვილმა სთხოვეს თელავის განყოფილების ოქმის დამტკიცება და განყოფილების დაკანონება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შედგენილი პროექტი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის საქმის წარმოების შესახებ. გოგიჩაიშვილს დაევალა გამგეობის შენიშვნების მიხედვით გეგმის ჩასწორება და შემდეგ დასამტკიცებლად წარდგენა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე კვლავ განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. 9 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ცნობა, თითქოს ბიბლიოთეკისთვის გადადებული თანხა დახარჯული იყო, მცდარი აღმოჩნდა. გამგეობამ დარჩენილი თანხიდან ბიბლიოთეკისთვის „დროების“ გამოწერა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა, წინასწარ მიეცათ თავისი ფონდიდან ათას ხუთასი მანეთი. გამგეობამ გაითვალისწინა ფონდის წესები, რომელთა მიხედვით ამის უფლება არ ჰქონდათ, და უარი უთხრეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს დაეკისრა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.