ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48899

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ბესარიონ ნიჟარაძემ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად სვანური ტექსტები გადასცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე ცაგარელმა ილია ჭავჭავაძეს წერილით სთხოვა, ბესარიონ ნიჟარაძისთვის უნივერსიტეტში სწავლის 10 თვის გადასახადი დაეფინანსებინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს მამია გურიელს, დავით ერისთავსა და ნინო ორბელიანს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის თარგმნილი „მეფე ლირის“ სცენაზე დადგმა სურდათ, მაგრამ ილია თვლიდა, რომ მუდმივი სცენის დაარსებამდე ამის გაკეთება არ ღირდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან ერთად თბილისის გუბერნატორს თბილისის დამზოგველი საზოგადოების წესდების პროექტი წარუდგინა.  საზოგადოების მიზანი თავისი წევრებისთვის მაღალი ხარისხის სურსათის მიწოდება იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს ჰენრიხ სტრუვემ ილია ჭავჭავაძეს წიგნი მიუძღვნა წარწერით. კრებულში თავმოყრილია ილიას მიერ მეღვინეობის შესახებ კავკასიაში წაკითხული ლექციები.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს მიხეილ მაჭავარიანმა ილია ჭავჭავაძის ლექსები „გაზაფხული“ და „არაგვი“ წიგნში „სამშობლო ხმები“ გამოაქვეყნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1901 წლებში კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1901 წლებში კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს თელავში დაარსებულ სამკითხველოს ივანე როსტომაშვილმა შესწირა ქართულ ენაზე შეძენილი წიგნები.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ივანე როსტომაშვილმა თელავში დააარსა წიგნსაცავი და სამკითხველო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს ივანე როსტომაშვილი თელავში გადაიყვანეს მასწავლებლად.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნად.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ტრაგედია „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“.

1878

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1878 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვი დიმიტრი ბაქრაძის სახლში გაიცნო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „საახალწლო მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროების“ ცნობით, წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლიდან ბიბიკოვისას დათხოვა სურდათ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროების“ ცნობით, ბიბიკოვისა ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს თეოფილე კანდელაკი სოფელ ქვემო მაჩხაანის სკოლის პედაგოგი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878-1900 წლებში მოსე ჯანაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მუშაობდა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს დიმიტრი ხოშტარია ქუთაისის გიმნაზიის პირველ კლასში გადავიდა.

1878

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ვასილ კოპტონაშვილი 11-12 წლის იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

ვასილ კოპტონაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებს, რომ 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ჯავახეთის უღელტეხილმა 60 კაცი იმსხვერპლა.