რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სილოვან თოიძე სამედიატორო სასამართლოში იწვევდა გაზეთის პუბლიკაციების ავტორს „ბუკს“. ს. თოიძის მეიდატორები იქნებოდნენ პედაგოგები: გიორგი ქილიფთარი და ნანიკო მჟავანაძე.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ გამგეობას შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის 1 000 მანეთის გაგზავნა ილია ჭავჭავაძის ქანდაკებისთვის, შეახსენა, რომ ამ თანხას საფლავზე ძეგლის გამართვის შემდეგ მიიღებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრაშუმის თესლის ყიდვა სამტრედიაში პორფილე ჭეიშვილთან შეიძლებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრეშუმის თესლის ყიდვა ქუთაისში კონსტანტინე მელაშვილთან შეიძლებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრაშუმის თესლის ყიდვა ახალ სენაკში ა. ბ. ჩაჩიბაიასთან და გრიგოლ სალაყაიასთან შეიძლებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ ენაზე დაიბეჭდა და წიგნის მაღაზია „ალიონის“ გამგე ვასილ გადილიასთან იყიდებოდა გერჰარტ ჰაუპტმანის დრამა „ფეიქრები“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართველ სცენისმოყვარეთა დასი ვერის სახალხო აუდიტორიაში დრამას „ორცეცხლშუა“ წარმოადგენდა. პიესა ივანე მაჩაბელმა თარგმნა. ბილეთების ფასი 5-დან 25 კაპიკამდე იქნებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართველ სცენისმოყვარეთა დასი ვერის სახალხო აუდიტორიაში დავით აწყურელის ვოდევილს „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ წარმოადგენდა. ბილეთების ფასი 5-დან 25 კაპიკამდე იქნებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის განხილვაზე კავკასიის დეპუტატი კარლო ჩხეიძე შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლას გამოეხმაურნენ დუმის დეპუტატები: მაკლაკოვი და ნ. ნ. ლვოვი (განახლების პარტიიდან).
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართულ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ წარმოადგინეს. სპექტაკლში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ნატალიას როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ და ივანე გედევანის ძე გომართელის „დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული დრამატული ამხანაგობა წარმოადგენდა ნ. შიუკაშვილის დრამას „მეგობრობა“ და ივანე გომართელის კომედიას „დრამატული საზოგადოების წევრი“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ტასო აბაშიძე, ნინო გამყრელიძე, ალექსანდრე კარგარეთელი, ნინო კრინიტსკაია (კოლხიდელი), ბ. ნებიერიძე(ისა) და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული დრამატული ამხანაგობა წარმოადგენდა ნ. შიუკაშვილის დრამას „მეგობრობა“ და ივ. გომართელის კომედიას „დრამატული საზოგადოების წევრი“. მონაწილეობნდენ: ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გ. გედევანოვი (მარღიანი), ვალერიან გუნია, ალექსანდრე და იოსებ იმედაშვილები, გიორგი არადელი-იშხნელი, დავით (დათა) მგალობლიშვილი, კ. ჭელიძე, შაქრო საფაროვი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 მარტს ქუთაისიდან ფოთში ჩასულმა საგანგებო საქმეთა გამომძიებელმა სენკევიჩმა პეტრე ურუშაძის ბინა გაჩხრიკა. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი აღმოუჩინეს, ის მაინც დააპატიმრეს.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტესტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთმანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: გიორგი ფილია, მელიტონ კალანდაძე, იორდანე გორდელაძე, ილია კალაძე, ილიკო ლომთაძე და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტრსტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთამანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: ანთიმოზ მეტრეველი, გერმანე პაიჭაძე, ტარიელ ყენია, ილია კალანდაძე, ალექსანდრე კობახიძე და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტესტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთმანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: თედო მაისურაძე, ევტიხი ჩიგოგიძე, სეილან დოლიძე, რაფიელ ლომთათიძე, დომენტი თალლაკვაძე და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტესტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთმანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: ფარნა დოლიძე, სიმონ ბერაძე, კოტე დოლიძე, არტემ წიქარიძე, სიმონ მამალაძე, აფრასიონ ლომთათიძე და სხვ.