ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „მ. პ. სადოვსკი“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 30 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (გამგეობის თავმჯდომარე – ტ. კახიძე) თბილისიდან აცნობებენ, რომ ყალამშიისა და გიორგიწმინდის სკოლების მასწავლებლები – დავით ძეძამიძე და არისტოკლე რამინიშვილი, – ორივე კარგი სპეციალისტია: ორივემ კარგი საფუძველი შეუქმნა მათდამი რწმუნებულ სკოლებს. სწორედ ამიტომ მიაჩნია მთავარ გამგეობას, რომ სასურველია, კავკავის სკოლაში გადასვლის ნაცვლად, ისინი თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 აგვისტოს იაკობ ნიკოლაძის მიერ პარიზში ჩამოსხმული ძეგლი „საქართველოს მწუხარება“ ილია ჭავჭავაძის საფლავზე დადგეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა იოსებ ივანიძის, შაქრო საფაროვისა და ნებიერიძის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი და ახალი თაობა“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი განჯის ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ზესტაფონის საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს აკაკი წერეთელი ქართული დრამატული საზოგადოების სკოლაში მხატვრულ კითხვას ასწავლიდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის სექტემბერში ვასილ ურუშაძე ქუთაისის დრამატულმა საზოგადოებამ თეატრის ადმინისტრატორად მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ავჭალის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები: ნიაღვრისგან დაზიანებული სახლის შეკეთება ბანკში შესატან საპროცენტო თანხასა და გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ას თუმანზე გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ამას დაემატებოდა სახლის შესანახად საჭირო ყოველწლიური ოცი თუმანი მაინც, 6000 მანეთი კი ისევ ვალად რჩებოდა. ალექსანდრე ყიფშიძის აზრით, „საზოგადოება" მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა ილიასეული სახლის შენარჩუნებას – თუ ვინმე შეძლებული კაცი გამოჩნდებოდა ან მთელი ერი იკისრებდა ვალის მთლიანად გასტუმრებას.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 4 სექტემბერს ხონის დასის მსახიობი ელენე კონსტანტინეს ასული ჩხეიძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „გახსენება თეატრის შესახებ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „რეპერტუარის ხასიათი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ქართული ენა და ჩვენი თეატრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის სტატია „სპარსეთი და ხელოვნება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით სათეატრო მიმოხილვა დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ძმ. ზუბალაშვილთა სახალხო სახლი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები – ილია კარგარეთელი, კაზიმირ ცხომელიძე, ვასილ კარბელაშვილი, ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი და ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 სექტემბერს სამეურნეო საზოგადოების დარბაზში ვასილ კარბელაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ახლად დაარსებული მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრება.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს: იაკობ გოგებაშვილი, ეპისკოპოსი კირიონი და იოსებ ივანეს ძე რატილი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე, ერასტი ივანეს ძე ჭავჭანიძე და მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 სექტემბერს ფოთში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით კონსტანტინე ფოცხვერაშვილის „აშენდა საქართველო“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 10 სექტემბრიდან 1911 წლის 28 მარტამდე სერგო კაკაბაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 10 სექტემბერს თელავში პ. მამინაშვილის, დავით აწყურელის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, მელქო აჯიმამუდოვისა და სხვ. მონაწილეობით წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „გამხმარი ფოთლები“. შემოსავალი ადგილობრივ სამკითხველოს მოხმარდა.