ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 10 ოქტომბერს ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი, ზაზა პართენის ძე კიკნაძე და სოლომონ ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „გამხმარი ფოთოლი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო, საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისს 12 ოქტომბრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში მის მიერ შემოთავაზებული ორი პუნქტის შეცვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავად.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავა მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე არ დაამტკიცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავასთვის ქუთაისის ქალაქისთავად დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი ჟანდარმერიის მიერ მისი ხელმეორედ გაჩხრეკა გახდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის ქალაქის თვითმართველობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება მისი გამუდმებული დაბეზღების შესახებ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალთან.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 ნოემბერს ოლღა ჭავჭავაძის გურამიანთკარის მამული 1 300 მანეთად ერთწლიანი (1911-1912) იჯარით აიღო აგრონომმა გ. ი. ჯანდიერმა. იჯარის განახლების შემთხვევაში მოიჯარეს წელიწადში 1 700 მანეთი უნდა გადაეხადა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე მდივანს ილიას ძეგლის გამოსასყიდად 400 მანეთი გამოუყო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის დეკემბერში სამსონ ფირცხალავა რუსეთში გადაასახლეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძე საზოგადოების მთავარ გამგეობას შემოსავლის 20 პროცენტის (რაც შეადგენდა 80 მანეთს) გადასახადისგან განთავისუფლებას სთხოვს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 დეკემბერს ქშწკგ საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ (მდივანი იასონ ბაქრაძე) საზოგადოების მთავარ გამგეობას საყმაწვილო ლიტერატურის საკუთარი გამოცემების უფასოდ ან ფასდაკლებით დათმობა სთხოვა. განყოფილების წევრებს სახალხო სკოლებისა და წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის წიგნების უფასოდ დარიგება სურდათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლები: „მარგარიტა გოტიე“, „უბედური დღე“, „სიმახინჯე“, „ახლანდელი სიყვარული“ (ნინო ჩხეიძის მონაწილეობით) და „ცხოვრების გარეშე“ (ნინა გამრეკელისა და ეფემია მესხის მონაწილეობით). წარმოდგენებს ესწრებოდა 761 კაცი, საერთო შემოსავალმა 142 მანეთი შეადგინა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებაში 161 ნამდვილი წევრი ირიცხებოდა. განყოფილებას ერთი ქართული სკოლა ჰქონდა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 4956 მანეთს, ხოლო გასავალი – 4946 მანეთსა და 80 კაპიკს.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სასტუმრო „ვეტცელი“ ნოე სიხარულიძემ შეიძინა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წელს ქრისტინე შარაშიძემ გაიარა ქართული ენისა და ლიტერატურის შემოკლებული საუნივერსიტეტო კურსი თბილისში, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კომისიაში, რამაც საშუალო სკოლების უფროსი კლასების ქართული ენის მასწავლებლობის უფლება მიანიჭა.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია ბადრიძის განცხადებით, 1911 წელი მან გაატარა არალეგალურად, სხვისი პასპორტებით, რის შემდეგაც იგი გაემგზავრა ბაქოში.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს ილია ბადრიძე დააკავეს და ოთხი თვით ჩასვეს ბაქოს ციხეში. შემდეგ დააბრუნეს თბილისში და მეორე ნაწილის 102-ე მუხლით გაასამართლეს. მას ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე დაატუსაღეს სხვა თანამშრომლებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „აზრის“ რედაქციაში და ნამესტნიკის განკარგულებით გადაასახლეს კავკასიიდან.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, პიატიგორსკის ეპისკოპოს ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძეს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლების საწევრო, 10-10 მანეთი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 და 1912 წლებში ელისაბედ მოზდოკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლას 20-20 მანეთი შესწირა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტამდე ივლიანე გაბუნიას ჰქონდა თავისუფლება ავადმყოფობის გამო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სასამართლომ დაამტკიცა, რომ სტეფანე გაგუა არ ასწავლიდა ბავშვებს მეგრულად, თუმცა მეგრელ ბავშვებს მეგრულად უხსნიდა ზოგიერთ გაუგებარ სიტყვას.

1911

ტიპი: განათლება

გიორგი გიორგობიანმა 1911 წელს დაამთავრა თბილისის საოსტატო ინსტიტუტი.