ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის ღია წერილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „კიდევ ავტორთა ჯილდო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძისადმი მიძღვნილი ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილის ლექსი „მოგონება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ბედო პირშავო!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 14 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების შესახებ („სიძე-სიმამრი“ და „ოთხი იმერელი“).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 30 ივლისს ბათუმის სკოლის პედაგოგ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ – 400, ხოლო საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 80 მანეთი პენსია დაუნიშნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 ივლისს ხონში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ ნატალია ჯავახიშვილის, თამარა გოგოლაშვილის, ვალერიან შალიკაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძის მონაწილეობით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ მე-8 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ჩვენი ტკივილები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელ აგვისტოს ხონში ნიკოლოზ გვარაძის ბენეფისზე „პირველი მერცხალი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ნოველა „ხელთათმანები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვინ ვინ მოჰკლა?!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის წერილი „ჩემი შთაბეჭდილებანი“ (დაბა სურამი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი „ნ. გვარაძის ბენეფისი ხონში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „სასაფლაოზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სამსხვერპლო და ქურუმი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „მოთამაშე ქათმები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის „წერილი რედაქციის მიმართ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე ჭავჭანიძის პიესა „ყრუ სოფელში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აგვისტოში შილდაში დადგეს ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“ და კოტე ყიფიანის „დატრიალდა ჯარა“ ბეგლარ ახოსპირელის მონაწილეობით.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის აგვისტოში ნატალია გაბუნია-ცაგარლისა ავად გახდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის აგვისტოში ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დაადგინა, მსახიობის ნატო გაბუნია-ცაგარლის ცხედარი გვირგვინით შეემკოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის აგვისტოში დრამატული საზოგადოების გამგეობამ თბილისის გუბერნატორს კოჯორში დეპეშა გაუგზავნა და ნატალია გაბუნიას დაკრძალვაზე სამხედრო მუსიკის დაკვრის ნებართვა სთხოვა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აგვისტოში თბილისის თვითმმართველობამ დაადგინა, გვირგვინით შეემკოთ ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და პანაშვიდი ზუბალაშვილების სახალხო სახლში გადაეხადათ.