ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45416

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერასიმე იმნაიშვილი იყო მასწავლებელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს 15 000 მანეთის ოდენობით აღმოეჩინა დახმარება მელიტონ ყენიასთვის ანარქიული გამოსვლებისას დაღუპული მამის გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის საიუბილეო „დილას“ ხელმძღვანელობდა ელო ანდრონიკაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე იდგმებოდა ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული სამმოქმედებიანი საბავშვო პიესა „მზეხა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე შეხვდა საბერძნეთის კონსულის მოადგილეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მთავრობის დადგენილებით, იასონ ბაქრაძე დაინიშნა მთავრობის წარმომადგენლად „კოსმოს ლიმიტედის“ ფირმასთან თამბაქოს სარეალიზაციოდ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ გერასიმე იმნაიშვილის წერილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენციის თავმჯდომარის მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა მთავრობისგან გაუქმებული დღესასწაულების (ნინოობა, გიორგობა, მცხეთობა, ალავერდობა და სხვა) აღდგენას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა იმ ნაწარმოებთა სწავლებას, რომლებიც ქართველ მეფეებთან იყო დაკავშირებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N 3, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“, ტიციან ტაბიძის „ფატმან-ხათუნი“, შალვა ამირაჯიბის „მწვანე კაკადუ“, ვალერიან გაფრინდაშვილის „ზამთრის დაისის გასვენება“ და „შენიშვნები ლირიკაზე“, კოლაუ ნადირაძის „ყალბი ავტობიოგრაფია“, ნიკოლო მიწიშვილის „სამგლოვიარო მარში“, რაჟდენ გვეტაძის „სევდის ფარმანდი“, შალვა კარმელის „ბოდლერის ოფორტი“, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი და სათაური პოეზიაში“, სერგო კლდიაშვილის „ევა ტაძარში“, დია ჩიანელის „სევდიანი ფრაგმენტი“, ყდის გაფორმება ეკუთვნოდა ლადო გუდიაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კორნეტ ჯორჯაძეს იცავდა ნაფიცი ვექილი იასე ბარათაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილის (სურამიდან) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშები.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე რომ ყოფილიყო, გაოცდებოდა რაოდენ დიდი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა მისი პროზაული მეუღლე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე, მთელი დღე ბედნიერი ხალხის გარემოცვაში იყო. ქუჩაში გასვლისას ხალხმა მხრებზე შეისვა და ველური სიხარულით მიარბენინეს თავის მანქანასთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების ზეიმს ქუჩაში შეუერთდნენ მუშები – ქალებიც და მამაკაცებიც. თითქმის მთელი მოსახლეობა იყო ქუჩაში გამოსული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას თბილისის გარნიზონი, კავალერები და არტილერია ზეიმობდა, მათ ჯერ ოლივერის, შემდეგ კი მთავრობის სახლთან ჩაიარეს, სადაც აივანზე ნოე ჟორდანიასთან ერთად იდგა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას ხალხი ქუჩაში ზეიმობდა და მათ სახლის აივნიდან ესალმებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის ძალას, ნათელ მზერას, თვალების ელვარებას საკუთარ შვილებშიც ხედავდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უზომოდ უყვარდა და გამუდმებით მასზე ფიქრობდა. მისი პორტრეტის ცქერით იწყებოდა და სრულდებოდა დღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებისთვის ყველაზე მეტი შრომა გასწია და ეს ყველამ იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ უჭირდა მოპოვებული გამარჯვების – მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების გაანალიზება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბოლშევიკების გააქტიურება და საკვების მარაგთა ნაკლებობა ხელისუფლებისთვის მთავარ საფიქრალს წარმოადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სტავრიდაკისის დაკრძალვის პროცესიას რაღაც მანძილზე გაჰყვა მშვენიერი საგალობლის, „კოსლავენის“ თანხლებით.