რეგისტრირებული ფაქტები41071
სორტირება თარიღი მზარდობით
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის ივნისში დავით შარაშიძე ცოლ-შვილთან ერთად ბოისზე, საფრანგეთის პროვინციაში, პარიზიდან 75 კილომეტრის დაშორებით გადასახლდა.
1934
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გრიგოლ ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), იაკობ ნიკოლაძე, დავით კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პასუხისმგებელი მდივანი). სექცია მიზნად ისახავდა მხატვართა ცხოვრებიდან ფაქტობრივი მასალების შეგროვებას.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის შემოდგომაზე ქართველმა მწერლებმა – პაოლო იაშვილმა, ტიციან ტაბიძემ, გალაკტიონ ტაბიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, შალვა დადიანმა და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ – ამიერკავკასიის დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელს გააცნეს ახალი შრომები, რომლებსაც ისინი რევოლუციის 18 წლისთავისთვის ამზადებდნენ და გეგმების შესახებაც ისაუბრეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 3 იანვარს გამართულ თბილისის საბჭოს მე-9 მოწვევის პირველი პლენუმის სხდომაზე აირჩიეს საქმიანი პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ლ. ბერია, აგრბა, კუდრიავცევი, მუსაბეკოვი, ფ. მახარაძე, ვ. ბაქრაძე, გ. მგალობლიშვილი, ს. ჯუღელი, გ. არუთინოვი, გ. სტურუა, მ. გობეჩია, პ. აღნიაშვილი, ლევანდოვსკი, გოგლიძე, მ. ყურულაშვილი, თვალჭრელიძე, ს. არუთინოვი, ჩიხლაძე, მ. ტოროშელიძე, ტრადატიანი და სხვ. სულ აირჩიეს 43 პირი.
1935
ტიპი: ავტორობა
1935 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის შედგენილი წერილისთვის ქრისტინე შარაშიძის ჰონორარი განისაზღვრა 350 მანეთით, რომლის 50 პროცენტს ის მიიღებდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, 25 პროცენტს _ მასალის ჩაბარებისას და დანარჩენ 25 პროცენტს _ წიგნის გამოსვლის შემდეგ, არა უგვიანეს ერთი კვირისა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის გაზაფხულზე ქრისტინე შარაშიძე ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“ ბიბლიოგრაფად მიიღეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის მარტში ქრისტინე შარაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1935
ტიპი: გარდაცვალება
1935 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა საკ. კ.პ.(ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, ა.-კ. ს.ფ.ს. რესპუბლიკის ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი, თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე სიმონ პილატეს ძე ჯუღელი.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის პირველ მაისს თბილისში ჩატარებულ აღლუმზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი მიხეილ ლევანდოვსკი, მუსამბეკოვი და ფილიპე მახარაძე.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობამ ჩამოაყალიბა მხატვრობის კრიტიკოსთა სექცია და წევრებად დაამტკიცა: შ. დუდუჩავა (თავმჯდომარე), დიმიტრი ჯანელიძე (მდივანი), დავით ნესტორის ძე კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი, გრიგოლ ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი, რ. თავაძე, ბენიამინ გორდეზიანი, ლ. ქიქოძე, მ. თალაკვაძე, გ. სახაროვი, ვ. ბოკუჩავა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ენუქიძე, ქემოკლიძე, ლასხიშვილი და ავალიანი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის ივნისში რამდენიმე უცხო პირი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე გვარჯალაძის ბინაში შეიპარა და 15 000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღო.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძის მფარველი არისტო წულაძე პარტიიდან გარიცხა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 23 ივნისს ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ამორალური ქმედებების გამო აბელ ენუქიძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.