ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმული დავით ერისთავის დრამა „სამშობლო“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს კოტე ყიფიანი ასრულებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის მოხსენება „ბავშვის აღზრდა ოჯახში“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის წარმოდგენა-ბენეფისი გაიმართა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 40 კაპიკად იყიდებოდა გრიგოლ ჩარკვიანის მიერ შედგენილი 1899 წლის კედლის კალენდარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში 35 მანეთად იყიდებოდა ეპისკოპოს გაბრიელის ტუშით შესრულებული, ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 30 ნოემბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში თავად ილია დავითის ძე ხერხეულიძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღისადმი მიძღვნილი წირვა აღესრულა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 მაისის „დროებაში“ ლუარსაბ ლოლუას სიტყვა დაიბეჭდა, რომელიც ქუთაისის ბანკის კრებაზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ღოღობერიძის სიტყვა, წარმოთქმული ქუთაისის ბანკის კრებაზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ბაქოდან იასე მახარობლიძემ 10 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მეთოდე კაკაბაძემ ბაქოს სკოლის მასწავლებელთა მიერ შეკრებილი 22. 74 მანეთი გადასცა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის განცხადება, რომლის თანახმად ვექილი მოდავე მხარეებს ყოველდღიურად 11-დან 7 საათამდე მიიღებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ კახელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „თელავი, აგვისტოს 22-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის ბანკი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 29 სექტემბერს „დროებაში” დაიბეჭდა ექიმ ვასილ გამრეკელის წერილი „უფ. აკაკი წერეთელო!”, რომლითაც ავტორი ეხმიანებოდა აკაკი წერეთლის მიერ იმავე გაზეთის 33-ე ნომერში გამოქვეყნებულ ფელეტონს „მიდებ-მოდება”.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „სასულიერო სემინარია ქუთაისში” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „საინგილოდგან, 11 სექტემბერს” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში გიორგი წერეთლის ნარკვევი „ვინ სტყუვის“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში დიმიტრი ბაქრაძის ნარკვევი „საქართველოს მდგომარეობა შემდეგ დაყოფისა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის დრამა „ფიესკოს შეთქმულობა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ბიბლიოგრაფია“ მცირე ენების შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ანტონ ფურცელაძის ლექსი „მითხარი ჩემო ნეტარებავ“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში სტეფანე ძიმისტარაშვილის ლექსი „მეგობრისადმი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ანტონ ფურცელაძის რომან „მაცი ხვიტიას“ დასასრული გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სიღნაღელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „სიღნაღი, აგვისტოს 26-ს“.