ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45069

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 8 თებერვალს სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში წესს აუგებდნენ და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის (ჭიჭინაძის) სტატია „ძველებური ამბავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, რ. ანდრონიკაშვილი კავკასიის სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსთა კრებული თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა 4-მოქმედებიანი დრამა „ბორკილი", რომელშიც მონაწილეობდნენ ვასილ აბაშიძე, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვალენტინა გამყრელიძე, გედევან გედევანოვი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს წიგნების ანგარიშში გადასცა 147 მან., სერგი გორგაძეს — 34.05 მან., გრიგოლ ყიფშიძეს — 25 მან., სპირიდონ ლოსაბერიძეს — 270 მან., ნესტორ ყუბანეიშვილს — 7 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის წიგნი „არქეოლოგიური მიზნით მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ სამეცნიერო აკადემიის ხარჯით პეტერბურგში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანმა რუსულ ენაზე ლოგიკის სახელმძღვანელო შეადგინა, რომელსაც ექვთიმე ხელაძის სტამბაში აბეჭდინებდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანი ალექსანდროვის სამასწავლებლო ინსტიტუტის მასწავლებელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანმა ქართულ ენაზე „საზოგადო ისტორია“ შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ ხალხური სიმღერების ნოტებზე გადმოწერის შესახებ იაკობ გოგებაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში აღალო თუთაევის „ცოლი ვიტირო, თუ ფული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ 45 კაპიკად იყიდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მათე სუხიაშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ მაისს, თამარობას, სოფიო ნიკოლოზის ასული ნაკაშიძის, ნინო დავითის ასული ქიქოძის, დარო გიორგის ასული კეჟერაძისა და გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავას მეთაურობით ბათუმში ღონისძიება გამართეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 24 ნოემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე დაასახელეს თბილისის მოურავობის კანდიდატები: კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი და ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე მიქელაძე, ასევე ბაქოს მოურავი ნოვიკოვი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 12 აპრილს შ. მესხიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ალექსანდრე ლომთათიძე ქართული კულტურის საზოგადოების კავშირის გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ეროვნული დაწესებულება მაშინ გახდებოდა, როცა მასში ხალხი გაწევრიანდებოდა და თავად იქნებოდა საქმის გამგე-პატრონი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ანა მაჭავარიანმა 3 მანეთი შესწირა, ვ. და კ. ქუმსიშვილებმა – 2, ი. მურღულმა – მანეთი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვაზე ბეგლარ ახოსპირელმა ლექსი წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში თომა ნასიძემ მომღერალ ქალ-ვაჟთა გუნდი დააარსა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების თავმჯდომარემ, მ. გამრეკელმა მადლობა გადაუხადა აბასთუმნის სამკურნალო წყლების დირექტორის, აბასთუმნის სამხედრო საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ილია ზურაბის ძე გოპაძის მეუღლეს, მარიამ სიმონის ასულ გოპაძეს შემოწირულობისთვის.