ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სახელმძღვანელოებისა და სახალხო საკითხავი წიგნების გამოცემის საქმისთვის უნდა ეხელმძღვანელა საგამომცემლო სექციას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების ბეჭდვის მეთვალყურეს უნდა მოეწვია სახელმძღვანელოების კორექტურების შესასწორებლად პირი, რომელიც საგამომცემლო სექციის დაქვემდებარებაში იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების კორექტურასა და ბეჭდვის მეთვალყურეზე იხარჯებოდა 600 მანეთამდე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების კორექტურასა და ბეჭდვის მეთვალყურის ხარჯის – 600 მანეთის გარდა გამგეობას დამატებით გაეღო კიდევ 15 თუმანი და მოეწვია სახელმძღვანელოების კორექტურის გამსწორებელი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-13 მუხლი უცვლელად დაეტოვებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციისთვის წიგნების გამოცემის საქმე უნდა ჩამოერთმიათ და გადაებარებინათ საგამომცემლო სექციისთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ არსებული საგამომცემლო ინსტრუქციის ძალით სასკოლო სექციას წიგნების გამოცემის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ გამგეობამ საჭიროების გამო დართო ნება.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის აზრით, წიგნების გამოცემისთვის სასკოლო სექციას უნდა ეხელმძღვანელა, ვინაიდან საქმისთვის ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას უნდა შეედგინა გამოსაცემი წიგნების სია და გაესწორებინა ისინი, მაგრამ ტექნიკური მხარე – ბეჭდვა და კორექტურის გასწორება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ განაცხადა, რომ წიგნების კორექტურისა და ბეჭდვის საქმე სასკოლო სექციისთვის უნდა ჩამოერთმიათ.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაშთი – 949 მან. და 30 კაპ.– ჰქონდა დარჩენილი. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიაში დროებით მიწვეული ნოქრებისთვის თვიურად 6 000 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას ა რომ აცნობა, რომ წერეთლის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევ მამულში, ანდერძის თანახმად, ქალთა პროფესიული სკოლა უნდა დაარსებულიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებმა წიგნის მაღაზიას 28543.62 მანეთი ასესხეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასახმარებლად 100 მანეთი გასცეს, ხოლო ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად 1282 მანეთი გამოყვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებმა უფასო სამკითხველოსთვის საჭირო ხარჯების დასაფარად 8192.85 მანეთი გამოყვეს, საკანცელარიო და სამმართველო ხარჯებისთვის კი — 2712 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებას 75654.74 მანეთი ჰქონდა, 73999.59 მანეთი კი გასცეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის საწყობში წესრიგი იყო და ცეცხლისგან დაზიანებული და გადარჩენილი წიგნები გადაერჩიათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას გააცნო კომისიის მოსაზრება, რომ საზოგადოების საქმე მატულობდა და საჭირო იყო შტატის გაძლიერება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების გამოცემათა უფასოდ დარიგების აკრძალვის შესახებ. მომხსენებლის აზრით, გამგეობის წევრებისა და თანამშრომლებისთვის არ უნდა მიეცათ ისინი უფასოდ, რადგან ეს დიდ ხარჯებს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების თითო გამოცემა მიეცათ უფასოდ გამგეობის წევრებისა და მოსამსახურეებისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრმა, კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძემ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ გამგეობა 1916 წლის ანგარიშის შედგენის პროცესში იყო, 1917 წლის ანგარიშს კი 15 დღეში გაუგზავნიდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 7 ნოემბერს აკაკი წერეთლის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებდა სამოსახლო ადგილს შენობით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს გამგეობის მზრუნველობა არ ეტყობოდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის უფროსი ნოქრის თანაშემწის, ივანე მელაძის თხოვნა 1-თვიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3 000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. დასახარჯი ჰქონდა, მაშინ, როცა ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნების დაბეჭდვა შეეძლო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამტრედიის გამგეობის თხოვნა მილიონიანი კრედიტის გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილეს.