რეგისტრირებული ფაქტები47454
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრის, კონსტანტინე ანთაძის წერილი ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. კრების დადგენილებით, მომავალ საზოგადო კრებამდე თავმჯდომარეობა მის მოადგილეს უნდა გაეწია, ხოლო ამ თანამდებობაზე თუ არავინ იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ აერჩიათ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა, მოსკოვის ქართული საზოგადოების გამგეობას ან კერძო პირს შეეკრიბა საწევრო გადასახადები. ასევე განიხილეს მისი თხოვნა, საზოგადოება მოსკოვის ქართველობას წიგნების გამოცემასა და პედაგოგიური მუზეუმის დაარსებაში დახმარებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს მამა იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იოანემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს სთხოვა დაებრუნებინათ მისთვის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისა და საგურამოს ახალი მოურავის მიერ ჩამორთმეული მიწა, რომელიც ოლღა გურამიშვილმა 1907 წლის 30 ოქტომბერს შესწირა მონასტერს ილიას სულის მოსახსენებლად.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ ქუთაისის ფილიალს განსახილველად გადასცა ქვემო ქვიტირის აკაკის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანის თხოვნა დახმარების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ ქუთაისის ფილიალს განსახილველად გადასცა აკაკის სახელობის ქვემო ქვიტირის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით ავალიანის თხოვნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძემ, იაკობ ხმალაძემ, მარგარიტა ხმალაძემ და სოლომონ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გადასახადი გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საჭიროდ მიაჩნდა განყოფილებაში ყველა დარგის ხელოსანთა და მოვაჭრეთა წარმომადგენლების შეყვანა. ეს ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ქართველების დაახლოებას.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, აცნობა, რომ კავკავის განყოფილება 7 ივნისს ადგილობრივ ქართველთა საერთო კრებით გაიხსნებოდა და საქმიანობას შეუდგებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის იყო თავმჯდომარე ტიტე კახიძე, აცნობა, რომ 3, 10 და 17 მაისს ყველა დარგის წარმომადგენელთათვის ცალ-ცალკე საგანგებო კრებები გაიმართა. მიწვეულმა ვაჭრებმა და ხელოსნებმა განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები, სულ 15 კაცი, დაასახელეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ, რომლის დროებითი გამგეობის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, მთავარ გამგეობას საწევრო გადასახადების ქვითრებისთვის რამდენიმე წიგნის გაგზავნა სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი უთურაშვილის განცხადება სამსახურიდან განთავისუფლებისა და ჯამაგირის მიცემის შესახებ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის განცხადება, რომ გამგეობას გაეთავისუფლებინა საზოგადოების მაღაზიის გამგის თანამდებობიდან.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს სამსონ ფირცხალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგედ დაინიშნა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განსახილველი იყო საკითხი შიო ქუჩუკაშვილის საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ძალაში დარჩენილიყო 21 მაისის სხდომის დადგენილება. გამგეობამ არ დააკმაყოფილა შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის გამგის საკითხის განხილვისას გიორგი ყაზბეგმა, იაკობ ღულაძემ და ალექსანდრე მდივანმა მხარი დაუჭირეს ფილიპე გოგიჩაიშვილის კანდიდატურას. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე კი მიიჩნევდნენ, რომ უნდა დაეკმაყოფილებინათ შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განსახილველად დასვა საკითხი, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი ხელახლა მიეღოთ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ, თუ 21 მაისის სხდომის დადგენილება დარჩენილიყო ძალაში.