ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების ბალანსი 10 821 100. 83 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ კალანდაძის თხოვნა ორი ქართველი მაჰმადიანი მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ვასილ წულაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის კრებაზე განიხილეს ალექსანდრე მგელაძის თხოვნა შვილის, დავით მგელაძის სწავლის დაფინანსების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, უსახსრობის გამო თხოვნის დაკმაყოფილება მთავარი გამგეობისთვის ეთხოვა.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წელს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს სანოტარო ბიურო ჰქონდა ბათუმში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე, კაპპიდის სახლში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ახალი გამგეობის კანდიდატებად ვლადიმერ ლაბახუა, პეტრე დგებუაძე და დავით ჟვანია აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ონის განყოფილების გამგეობის თხოვნა განყოფილების საქმეთა ლიკვიდაციისა და ბიბლიოთეკის ქალაქის თვითმმართველობისთვის გადაცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის გამგის, მოლარისა და მსახურისთვის ზედმეტად ნამუშევარი საათებისთვის გასამრჯელოს მიცემა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ოლღა ხოფერია და პოლიკარპე ლორთქიფანიძე ახალი გამგეობის საპატიო წევრებად აიჩიეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 12 ივნისს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ერთდროულად მიმართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებს: სთხოვს გაითვალისწინონ მისი უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა (სწავლამოწყურებულ უსახსრო სტუდენტს ცოლი და ოთხი შვილიც ჰყავს სარჩენი) და იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის სტიპენდია დაუნიშნონ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ეკატერინე გაბაშვილის სკოლის ქართული სიმღერის მასწავლებელი იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ "განათლების" რედაქტორ-გამომცემლის, ლუარსაბ ბოცვაძის მიერ 1913 წლის მაისში გიორგი ყაზბეგისათვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც აღწერილია, თუ რა უნუგეშო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი მოხუცი და ავადმყოფი ეფემია ინაური მარჩენალი ძმის – იაკობ გოგებაშვილის – გარდაცვალების შემდეგ, ადევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის რეზოლუცია ინაურისთვის დაუყოვნებლივ 100 მანეთის მიცემის შესახებ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

სამეცნიერო-პედაგოგიურ და სალიტერატურო ჟურნალ „განათლების" რედაქციის (რედაქტორ-გამომცემელი ლუარსაბ ბოცვაძე) სატიტულო ფურცლის ინფორმაციით, 1913 წელს ჟურნალი გამოდიოდა ყოველი თვის შუა რიცხვებში, გარდა ზაფხულის ორი თვისა; წლიური ფასი 4 მანეთი იყო, სოფლის მასწავლებელთათვის – 3 მან.; მისამართი – თბილისი, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ლუბა კონსტანტინეს ასული დარასელია, სევერიან გიორგის ძე დგებუაძე, ნესტორ ზაალის ძე დავითაია და დავით გიორგის ძე დავითაია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: სამსონ იაკობის ძე თვალთვაძე, თეოდოსია აქვსენტის ასული თვალთვაძე, ანა კირილეს ასული თოდუა და მიხა გიორგის ძე იოსავა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: პეტრე კალანდია, ილარიონ ოტიას ძე კახაძე, კატო მალხაზის ასული კედია და პეტრე მანუჩარის ძე კედია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: დიომიდე ანტონის ძე კეკელიძე, სოკრატე ივანეს ძე კეშილავა, ყარამან ნიკოლოზის ძე კვარაცხელია და ასლან მერაბის ძე კვიტაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს განყოფილების წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: პარმენ კიბორძანიძე, დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია, კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძე და იუსტინა პეტრეს ასული კობახიძისა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: თენგიზ სტეფანეს ძე კორტავა, ივანე პავლეს ძე კოსტავა, ილარიონ გიორგის ძე კუხალაშვილი და ვასილ ზურაბის ძე კუტალია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: მარიამ მიხეილის ასული გოგოხია, მიხეილ მელიტონის ძე დადიანი, გიორგი პლატონის ძე დადიანი და დავით ნიკოლოზის ძე დადიანი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე, აპოლინარია იოსების ასული მაკალათია, ქეთევან მარგველაშვილი და სარდიონ ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ილარიონ ვატას ძე მიქელაძე, იასონ ნიკიფორეს ძე მუჯირი, ნინო სიმონის ასული მუჯირისა და გრიგოლ მჟავანაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე შეადგინეს წევრთა სია. ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ევგენი გამრეკელი, ნინო თევდორეს ასული გეგელია, გრიგორი გვაზავა და ვლადიმერ ვასილის ძე გლუშაკოვი.