ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1885

ტიპი: ღონისძიება

1885-1887 წლებში ლუარსაბ ხელაძე მუშაობდა სტამბაში.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს დუტუ მეგრელს სათავადაზნაურო გიმნაზიის ზედამხედველად დანიშვნაზე უარი უთხრეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ოქტომბრის „დროებაში“ გრიგოლ ვოლსკის სტატია „მგზავრის შენიშვნები“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევის ცერემონიაზე ქართველ თავად-აზნაურობას მთავარმართებლის სასახლის გოფმეისტერი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და ქუთაისის გუბერნიის მარშალი სიმონ გიორგის ძე წერეთელი წარმოედგენდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის სამსჯავროში სამსონ ყიფიანსა და პროკოფი გელეიშვილს შორის არსებული დავის განხილვა იყო დაგეგმილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე სოფელ ხაშმის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისს სოფელ სუჯუნაში ნატო გაბუნია-ცაგარელის თაოსნობითა და მონაწილეობით მსახიობებმა ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ წარმოადგინეს.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს ივანე მაჭავარიანი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში გაწევრიანდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

ივანე მაჭავარიანი 1899 წელს რკინიგზაზე მუშაობის დაწყების შემდეგაც განაგრძობდა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ივანე მაჭავარიანი იძულებული გახდა რკინიგზაზე დაეწყო სამსახური, რადგან ცენზურა ზღუდავდა მის სამწერლო საქმიანობას.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის თხზულება „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის თხზულება „სამი სიტყვა − თავისუფლება, თანასწორობა. ძმობა-ერთობა“.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სტამბის გამგე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სარედაქციო კომისიის მდივანი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სტამბის გამგე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სარედაქციო კომისიის მდივანი.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს დავით კლდიაშვილმა ცოლად შეირთო მარიამ მაჭავარიანი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „სოლომონ მორბელაძე“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „მსხვერპლი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის პირველი მოთხრობა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი.