ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის ნავაჭრმა 2950 მან. და 10 კაპ. მანეთი შეადგინა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ საქონლის შესაძენად 2265 მანეთი დახარჯა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ გადაიხადა სამი მოსწავლის სწავლის საფასური – 31 მან. და 50 კაპ. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ გათბობის, განათებისა და სხვა წვრილმანების საფასური – 32 მან. და 31 კაპ. გადაიხადა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

სტუდენტმა კონსტანტინე გიორგის ძე კასრაძემ 1913 წლის 23 ივლისს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას: სურდა მიეღო 10 თუმანი (100 მან.) ი. ს. გოგებაშვილისგან ნაანდერძევი ფულის ანგარიშში (თხოვნას ადევს გამგეობის დადებითი რეზოლუცია თანხის გაცემის შესახებ).

1913

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 8 აგვისტოს განიხილა შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილის თხოვნა ბიძის ნაანდერძევი თანხის ანგარიშში ათი თუმნის (ასი მანეთის) მიღების თაობაზე და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიაში საკანცელარიო ნივთების ნაკლებობა იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გრიგოლ ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლისთვის 75 000 მანეთის სესხება გადაწყვიტეს.

1913

ტიპი: ავტორობა

უსახსროდ დარჩენილმა შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1913 წლის 1-ელ აგვისტოს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ გარდაცვლილი ბიძის ნაანდერძევი თანხიდან ათი თუმანი (100 მან.) მიეცათ სამსახურის შოვნამდე თავის გასატანად.

1900

ტიპი: მფლობელობა

1900 წლის 9 მარტის ხელშეკრულებიდან ცნობილია, რომ ქვემო მაჩხაანში იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევის მიერ იჯარით აღებულ ხეხილის ბაღს სამხრეთ-დასავლეთიდან მიხეილ ლაზარეს ძე შანშიაშვილის მამული ესაზღვრებოდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს შალვა გოგებაშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიელთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო, ცხოვრობდა მისამართზე: ტურგენევის ქ., სახლი №1, ბინა 19.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს გედეონ მეფარიშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მდივანი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჩალოს სამაზრო ერობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ ორი თვის ვადით 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ნინო ნაკაშიძე და სეით იაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.