ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ნესტორ გიორგის ძე კობრავა, იოანე შანავაძე, სილოვან კონტრიძე, დანიელ კობრავა და ალექსი ლომჟანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სილიბისტრო ალექსანდრეს ძე ბლაგიძე, რევაზ ანდრიას ძე ბასილოვი, ალექსი ანდრიას ძე ბახტაძე, მინადორა ალექსის ასული ბახტაძე, ონისიმე ივანეს ძე ბოლქვაძე, პავლე ბობოყვაძე და დომენტი ბარამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ლუკა ნიკოლოზის ძე ვაშაკიძე, ივანე გიორგის ძე ვაშაკიძე, კირილე გიორგის ძე ვადაჭკორია, იპოლიტე სილიბისტროს ძე ვადაჭკორია, დიმიტრი მოსეს ძე ვაზაგაშვილი, ფილიმონ ივლიანეს ძე ვასაძე, როზა სიმონის ასული ვადაჭკორიასი, მიტროფანე პავლეს ძე ვადაჭკორია და ალექსანდრე მილენტის ძე ვასაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ივნისის შემოსავალი 449 045. 75 მანეთი იყო, გასავალი – 439 027. 44 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1-ლ ივლისს საზოგადოების ბალანსი 4 093 986. 38 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ერმილე იულოს ძე ვასაძე, ნესტორ თარხანის ძე ვასაძე, ერასტი ილარიონის ძე ვაშაკიძე, ვლადიმერ პორფილეს ძე ვაჭარაძე, მაჰმუდ იუსუფის ძე ვარშალომიძე, ივანე დავითის ძე ვაჩეიშვილი, ვლადიმერ ვაჩეიშვილი, ნესტორ კიმოთეს ძე ვადაჭკორია და სევერიან დავითის ძე ვადაჭკორია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს დაავალეს, თბილისის განყოფილების მუშაობის განსაახლებლად და ახალი გამგეობის ასარჩევად სექტემბერში განყოფილების წევრთა საზოგადო კრება მოეწვია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლაზარე ვასილის ძე ხმალაძის წინადადება თავისი „არითმეტიკული კრებულის“ III ნაწილის გამოცემის შესახებ. ნაშრომის დაბეჭდვა დაწყებული ჰქონდა ქუთათურ გამომცემლობა „მერანს“, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ბეჭდვა შეაჩერა. გამგეობამ იმავე მიზეზით ნაშრომის გამოცემაზე უარი განაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ივანე ავალიშვილის თხოვნა ამ თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. გამგეობამ მისი დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დატოვება გადაწყვიტა და თვიურად 9 000 მანეთი დაუნიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის გამგეობის განყოფილების თხოვნა საზოგადოების ყველა გამოცემის საკომისიოდ გაგზავნის ან 100 000 მანეთამდე კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს უწყება, რომლის მიხედვითაც ეკლესიას წმინდა ნინოს უბნის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თავისი ხარჯით შენახვა აღარ შეეძლო. გამგეობამ ბიბლიოთეკის საზოგადოების ბინაზე გადმოტანა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს პროკოფი მაქსიმეს ძე დოლიძე, ბიქტორ მაქსიმეს ძე დოლიძე, იაკობ დიონისეს ძე დგვეფაძე, მარიამ შევარდენის ასული დუნინისა, ელენა პავლეს ასული დოლგანოვისა, მიხეილ ბიჭიას ძე დარახველიძე და თევდორე თომას ძე დოლიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „აკიდო“ საზოგადოების გამგეობის დავალებით კომისიამ შეადგინა „ბუნების კარის“ სალიტერატურო ნაწილის ნაცვლად.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს პავლე ბეჟუკის ძე ზაქარაძე, ვლადიმერ დავითის ძე ზენაშვილი, ვალერიან ფარნაოზის ძე ზაქრაძე, ივანე გიორგის ძე თავართქილაძე, ტარიელ გიტოს ძე თავართქილაძე, ეკატერინე ბეჟანის ასული თავართქილაძისა და მიხეილ ბესარიონის ძე თურმანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გიორგი თავართქილაძე, კირილე გიორგის ძე თავბერიძე, ივანე საყვარელის ძე თავამაიშვილი, თეიმურაზ ივანეს ძე თოფურია, სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძე, სტეფანე ივანეს ძე თაქთაქიძე, სიმონ თვალთვაძე და რაფიელ სიმონის ძე თერფანდოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ მოწონებული არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო არ შეეძლო მისი მომავალი სასწავლო წლისთვის გამოცემა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის თხოვნა პირველი წიგნის ანგარიშიდან 3 000 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს შალვა კონსტანტინეს ძე თავამაიშვილი, სევრია მუსტაფას ძე თურმანიძე, ევგენი თათარიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე თიროშვილი, სტრატონ სიმონის ძე თოთიბაძე, მარიამ იოსების ასული თუმანიშვილი და ალექსანდრე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ივანე ბესარიონის ძე იმნაძე, მარიამ ნიკოლოზის ასული იორაიშვილისა, კონსტანტინე ინჯია, ამბროსი ნესტორის ძე ინწკირველი, ნიკო ივანეს ძე ივანიშვილი, მარიამ ნიკოლოზის ასული იმნაძისა, ანტონ ოსეყმას ძე იმნაძე, ტრიფონ გიორგის ძე ინასარიძე და ოლღა ნიკოლოზის ასული ინასარიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გერმანე კვაჭაძე, იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძე, ელიზბარ კიტია, იასონ კოხრეიძე, ნიკიფორე კუპრაძე, ნესტორ ივანეს ძე კერვალიშვილი, კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე და იასონ ელიზბარის ძე კვაჭანტირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ღონისძიება

ქვემო ქიზიყში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის დამფუძნებელთა კრების მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი ოქმის თანახმად, 1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის, მამა ეგნატე მენთეშაშვილის მოწვევით გაიმართა ორმოცკაციანი კრება, რომელმაც დაადგინა განყოფილების გახსნა და გამგეობის ადგილსამყოფლად სოფელი ქვემო მაჩხაანი გამოაცხადა. ფილიალის ნამდვილ წევრად ოცდაათი პირი ჩაეწერა, რომლებმაც გამგეობის წევრებად მღვდელი ლუკა ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარედ − მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექცია უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყო თავად გამგეობას შეემუშავებინა მისთვის სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის პირნათლად შესრულება დაევალებინა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ უკანონოდ სცნო ზუგდიდის განყოფილების 2 მარტს გამართული საზოგადო კრება იქ მომხდარი რიგი დარღვევების გამო. ამიტომ ამ კრებაზე გამოტანილი დადგენილებებიც გაუქმებულად უნდა ჩათვლილიყო. მთავარმა გამგეობამ მოუწოდა ზუგდიდელებს, მოეწვიათ ახალი კრება, სადაც ხელახლა იმსჯელებდნენ იმ საკითხებზე, რაც 2 მარტის კრებაზე განიხილეს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მიერ სამოქმედო გეგმის შედგენის შემდეგ გამგეობა დაამტკიცებდა მას, რის შემდეგაც სექცია დამოუკიდებლად მუშაობას შეძლებდა.