რეგისტრირებული ფაქტები50108
სორტირება თარიღი კლებადობით
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 636 მანეთსა და 22 კაპიკს, გასავალი – 631 მანეთსა და 20 კაპიკს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი - სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია საყმაწვილო წიგნების საკუთარი გამოცემები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია თავისი გამოცემული საყმაწვილო წიგნები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის გადაცემის საკითხი. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი გადაცემის მომხრენი იყვნენ, თუმცა გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით დაადგინეს, ბიბლიოთეკა და მუზეუმი საზოგადოების საკუთრებაში დარჩენილიყო, რადგან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას წკგ საზოგადოებაზე უკეთ პატრონობა არ შეეძლო.
1911
ტიპი: განათლება
1911 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, 25 მანეთი გადაურიცხა: ვ. მდივანს, აკ. ფაღავას, ი. ლორთქიფანიძეს, თ. შიუკაშვილს, ლ. შურღაიას, ტარას ნიჟარაძეს, ნესტორ იმნაიშვილს, დიმიტრი ძნელაძეს, ანა ხახუტაშვილს, ვასილ ილიას ძე რცხილაძეს, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილს, ალექსანდრე ივანეს ძე დგებუაძეს და შალვა ნიკოლოზის ძე დადიანს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავმა და მუზეუმმა შეწირულობა მიიღო ელენე ორჯონიკიძის, ნიკოლოზ იაკობის ძე მარის, იოსებ ალექსის ძე ყიფშიძის, ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის, სიმონ ავალიანის, გრიგოლ გასპარის ძე ხეჩუაშვილის, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილის, ვასილ ილიას ძე რცხილაძის, მიხეილ დანელიასა და ტატიანა რამიშვილისგან.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავმა და მუზეუმმა შეწირულობა მიიღო ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკისგან, საეკლესიო მუზეუმის, „შორაპნის“ და ფილარმონიის საზოგადოების, „ჯეჯილის“, „შრომის“, „ნაკადულისა“ და „სახალხო გაზეთის“ რედაქციებისგან.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საქველმოქმედო ბაზრიდან 453 მანეთი და 90 კაპიკი დარჩა, საქველმოქმედო წარმოდგენებიდან – 563 მანეთი და 42 კაპიკი, წიგნების ვაჭრობის მოგება შეადგენდა 4343 მანეთსა და 36 კაპიკს, საზოგადოების განყოფილების შემოსავლები – 863 მანეთსა და 23 კაპიკს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ალექსანდრე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა საგურამოს მამულის 1910 წლის ანგარიში, რომელშიც აღნიშნა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას მეურვე თ. გ. ერისთავისთვის მისაცემი ვალი: იჯარის ხარჯი 200 მან. გზისა – 10 მან.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბანკიდან დახსნილი ვექსილების დაწვრილებითი ანგარიში წარუდგინა. ვექსილებს შორის პეტრე გრუზინსკისა 20 თამასუქი იყო, მიხეილ გრუზინსკისა – 12, ოლღა ჭავჭავაძისა კი – 23.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ შედგენილი ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ანგარიშის თანახმად, გეგმის ასლის გადაღებისთვის ო. ფანიევს 15 მანეთი გადაუხადეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1910 წელს საგურამოს მამულის ვალი 11 900 მანეთი იყო. აქედან ილიას ფონდის დავალიანება 6 000 მანეთს შეადგენდა (6 %-იანი სარგებლით), აზოვის ბანკისა – 2 000 მანეთს (8 %-იანი სარგებლით), თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისა – 2 000-ს, სახელმწიფო ბანკისა – 1 400-ს (5,5 %-იანი სარგებლით) და ა. თ. ფრიდონოვისა – 500 მანეთს (ჯერ არ იყო სარგებლის რაოდენობა მევალისგან დათქმული).
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ შედგენილი ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ანგარიშის თანახმად, გეგმის პირის გადაღებისთვის ო. ფანიევს 15 მანეთი გადაუხადეს.
1911
ტიპი: გარდაცვალება
1911 წლის 3 იანვარს ყვირილის წმ. დავით და კონსტანტინეს ეკლესიის მღვდელი დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე გარდაიცვალა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 2 იანვრიდან 1915 წლის პირველ სექტემბრამდე ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის აზნაურთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა.
1911
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ილია ბადრიძის განცხადებით, 1911 წელი მან გაატარა არალეგალურად, სხვისი პასპორტებით, რის შემდეგაც იგი გაემგზავრა ბაქოში.
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს ილია ბადრიძე დააკავეს და ოთხი თვით ჩასვეს ბაქოს ციხეში. შემდეგ დააბრუნეს თბილისში და მეორე ნაწილის 102-ე მუხლით გაასამართლეს. მას ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე დაატუსაღეს სხვა თანამშრომლებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „აზრის“ რედაქციაში და ნამესტნიკის განკარგულებით გადაასახლეს კავკასიიდან.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, პიატიგორსკის ეპისკოპოს ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძეს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლების საწევრო, 10-10 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 და 1912 წლებში ელისაბედ მოზდოკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლას 20-20 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტამდე ივლიანე გაბუნიას ჰქონდა თავისუფლება ავადმყოფობის გამო.