რეგისტრირებული ფაქტები50108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა წინასიტყვაობა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჟურნალ-გაზეთების გამოცემას საზოგადოების აზრის, რწმენის, გრძნობისა და გემოვნების განვითარებაში, რომ გაზეთების სხვადასხვა შინაარსი დამოკიდებული იყო ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გარემოებაზე. კერძოდ, გაზეთ „ივერიის“ მთავარი მიზანი სამეცნიერო ცნობების, საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებაზე დაკვირვება და მათი გაზეთის მეშვეობით გავრცელება იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომლის თანახმად მთავრობამ თბილისში ახალი თეატრის აშენება გადაწყვიტა, რის გამოც არსებული საზაფხულო თეატრი უმოქმედოდ დარჩებოდა, რაც მოსახლეობის ნაწილის გულისტკივილს გამოიწვევდა. ასევე წარმოდგენილია რედაქციის აზრი, რომ საზოგადოებას მწიგნობრობა ცხოვრებას ყურით „აყურებინებს“, თეატრი კი თვალით, ამიტომ სასურველი იქნებოდა ვინმეს ეშუამდგომლა მთავრობასთან და „საზაფხულო თეატრი“ ქართულ-სომხური წარმოდგენებისთვის დაეთმოთ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა, რომ მთავრობამ თბილისის მაზრის ორად გაყოფა გადაწყვიტა. ყაზახ-ბორჩალოსგან ერთი დამოუკიდებელი მაზრა შეიქმნებოდა, რომელსაც ცალკე მაზრის უფროსი და გამგე ეყოლებოდა. რადგან თბილისის მაზრა ძალიან დიდი იყო და ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა ყველა მაზრაზე ეზრუნა, ეს გადაწყვეტილება ძალზედ დროული იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხისა და ბატონის ურთიერთდამოკიდებულებისა და ვალდებულების შესახებ. ასევე ვიგებთ, თუ რა ხერხით ცდილობდა გლეხი საბოლოო შესყიდვით მიეღო სახლი ბატონისგან, თუ როგორ ინაწილებდნენ ისინი მოსავალს და რა დახმარებას უწევდა სახელმწიფო და ბანკი გლეხს ადგილ-მამულის შეძენაში. საბოლოოდ საქართველოში ბატონ-ყმობის გაუქმებას მოჰყვა სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე კირილე ნინიძემ განაცხადა, რომ როდესაც თ. კიკვაძის არაკოლეგიალურ საქციელზე იყო მსჯელობა გამგეობაში ის სრულიად შეუფერხებლად დაეთანხმა გამგეობის რეზოლუციას, რომ კიკვაძის საქციელი არაკოლეგიალურად ჩაეთვალათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, ქართული ანდაზები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვისა და ვართანოვის წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქის მთავრობამ ჩამოაყალიბა კომისია, რომელსაც ქალაქის გაჯანსაღებაზე უნდა ეზრუნა, იქნებოდა ეს სასმელი წყლის სუფთა სახით მიწოდება მოსახლეობისთვის თუ სხვა რამ, რადგან ადამიანები ადრეულ ასაკში უცაბედად იხოცებოდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი მდინარე მტკვარი იყო, რომელიც სასმელ წყლად გამოიყენებოდა და დაბინძურებული იყო სხვადასხვა სახის ნარჩენებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე უშანგი ელიავამ განაცხადა, რომ სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო საზოგადოების დადგენილება და სრულიად ზედმეტი იქნებოდა საზოგადო კრების ჩატარება.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან ერთად არსებობდა საქალაქო სასწავლებელი, რომელშიც ქართული ენის სწავლა დაუვალებიათ ინსტიტუტის მოსწავლეთათვის, რომელთაც ქართული ენა არ უსწავლიათ, ამიტომ თავად ინსტიტუტის მოსწავლეები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეძლებდნენ ქართული ენის ბავშვებისთვის სწავლებას, როცა თავად არ იცოდნენ ის. ხელმძღვანელობის პასუხი იყო, რომ ქართველებს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს როგორ არ შეეძლოთ ესწავლებინათ ქართული ენა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომ სტამბოლის კონფერენციის დაშლის შემდეგ რუსეთმა კითხვით მიმართა ევროპის სახელმწიფოებს, მათ შორის ინგლისსაც, თუ როგორ მოიქცეოდნენ და რა ღონისძიებებს გაატარებდნენ ოსმალეთის სახელმწიფოს მიმართებით. თუმცა ინგლისის მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ერთ-ერთი რუსული გაზეთის სტატია, რომ ოსმალებმა სლავებზე გამარჯვების შემდეგ ქრისტიანების შეურაცხყოფა და დევნა დაიწყეს. სლავებმა ოსმალეთთან მუდმივ დაპირისპირებაში ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიარეს, ბევრი სისხლი და ცრემლი დაღვარეს, მაგრამ მათი მდგომარეობა ამით არ შეცვლილა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხსა და ბატონს შორის ურთიერთვალდებულებაზე, რომლის თანახმად საქართველოში გლეხს, რომელიც ბატონისგან სახნავ-სათესად მიწას აიღებს და დაამუშავებს ვალდებულება აკისრია, რომ აღებული მოსავალი ბატონს გაუნაწილოს. ბატონი ვალდებულია გლეხს გაუწიოს საჭირო დახმარება, იქნება ეს სამუშაო იარაღები, დასათესი მარცვლეული, თანხა თუ სხვა რამ, რომ ორივე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა მოსავლის მოყვანაში. ასევე, წარმოდგენილია იტალიისა და საფრანგეთის მაგალითები, თუ როგორი სახის ხელშეკრულებას დებს ბატონი და გლეხი და რა მოვალეობა აკისრიათ თითოეულ მათგანს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მთვარობის დაქვემდებარებაში მუშაობდნენ ან თავად იყვნენ მთავრობის წევრები, განსაკუთრებით იმ პერიოდში და იმ რეგიონში, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ მათი გადადგმული ნაბიჯები ყველაფერზე გათვლილი ვერ იქნებოდა; შესაძლოა ადამიანი ზემდგომთა ბრძანებების წინააღმდეგობამდე მიეყვანა და არასწორ ქმედებამდე მისულიყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ არსებობს ორგვარი მმართველობის ტიპი, პირველ ტიპს მიეკუთვნება ცენტრალიზაცია, როდესაც სახელმწიფოს მთავრობა განაგებს საზოგადოების ყველა ნაწილში მიმდინარე პროცესებს, ასევე ირჩევს მოხელე პირებს და პირადად იბარებს მათ მიერ შესრულებულ საქმეებს. მეორე ტიპს მიეკუთვვნება თვითმმართველობა, როდესაც სახელმწიფოს მმართველნი განაგებენ მხოლოდ მთელი სახელმწიფოს საჭირო საქმიანობას, ხოლო საზოგადოებას თავად აქვთ მინდობილი თავისი ყოფის გაუმჯობესება და ადგილობრივ საქმიანობას თავად მოქალაქეები განაგებენ, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გამოფხიზლებას, ამუშავებას, განვითარებასა და ა. შ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 2 აპრილს გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთის მფლობელობას ერთი დადებითი მხარე ჰქონდა, ისინი ძარცვავდნენ მოსახლეობას, ართმევდნენ ყველაფერს, შემდეგ კი თავს ანებებდნენ. თუმცა ეს ყველაფერი მაგალითად სლავებისთვის მეტად მძიმე, დამამცირებელი, ცრემლებისა და სისხლის ღვრის ტოლფასი აღმოჩნდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთს უსამართლო მმართველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის სახით სახელმწიფოს შიდა, ყველაზე საშიში მტერი ჰყავდა, კერძოდ სლავები, რომლებიც დამარცხების მიუხედავად მეორე დღესვე იარაღს იღებდნენ ხელში, ამიტომ მუდმივი მტრობის თავიდან ასაცილებლად რაც სახელმწიფო ხაზინისთვისაც დიდი ზარალი იყო, ოსმალეთის მმართველობამ კონსტიტუციის შემოღება გადაწყვიტა, რაც მოსახლეობას უფლებას აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო კანონმდებლობის მიღებაში, ფინანსური და სამხედრო საკითხების წარმოებაში. თუმცა, სხვა სახელმწიფოების მაგალითზე, კონსტიტუციის არსებობის მიუხედავად ხალხი ისევ ისეთ გაჭირვებაში და უსამართლობაში ცხოვრობდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამზრუნველო საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით სასწავლებლებში დამხმარე წიგნად დანიშნეს საყმაწვილო წიგნი „დედა ენა“ შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ. ეს გადაწყვეტილება ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სამზრუნველო საბჭოს წევრებზე ზეგავლენა ვეღარ მოახდინეს იმ პირებმა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ადგილობრივ ენაზე წარმართულიყო სწავლა სასწავლებლებში.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სლავების დიდი სურვილი ოსმალეთის მმართველობიდან სრულიად განთავისუფლება იყო, ამისთვის მათ ევროპულ სახელმწიფოებს სთხოვეს დახმარება, მაგრამ მათგან პასუხად მხოლოდ თანაგრძნობა მიიღეს და არანაირი მოქმედება. თავად ოსმალეთის სახელმწიფო ევროპულ სახელმწიიფოებს მიუხვდა განზრახვას და შემოიღო კონსტიტუცია, რომ არავის შეძლებოდა მის საშინაო საქმეებში ჩარევა.