რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3-3 მანეთი გადახდილი ჰქონდათ საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილი წევრებს – ილია წინამძღვრიშვილს, ვლასა წულაძეს, დავით წულუკიძეს, ბაგრატ ჭავჭანიძეს, მარგალიტა ჭილაძისას, ფილიპე, იასონ, ვარლამ ჭილაძეებს, ივანე ჭილაშვილს, სეით ჭიჭინაძეს, ირაკლი ჭყონიას, ილარიონ ხაზარაძეს, ვარლამ ხარაბაძეს, გრიგოლ ხარბედიას, სტეფანე ხაჟომიას.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს არტემ ეგნატეს ძე არჩვაძე, მარიამ იასონის ასული არჩვაძისა, ნესტორ ირაკლის ძე აბაშიძე, ნინა კონსტანტინეს ასული აბაშიძისა, კონსტანტინე პეტრეს ძე არობელიძე, მარიამ ლუკას ასული აღნიაშვილისა, ნიკოლოზ ანტონის ძე აღნიაშვილი და ირაკლი დავითის ძე აბრამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ნოე კონსტანტინეს ძე ანჯაფარიძე, ივანე გიორგის ძე ალიბეგოვი, არქიფო ირაკლის ძე ახალაძე, ნიკოლოზ სერგოს ძე აივაზოვი, მათე ალმასხანის ძე ანთაძე, ვასილ ალანია, გიორგი ლუკას ძე ავალიანი და ყარამან ბახვას ძე ალანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აბასთუმნის სახელმწიფო ქონების გამგის, იასონ ნიკოლაიშვილის თხოვნა აბასთუმნის გვარდიაში წერა-კითხვის გასავრცელებლად 20 კაცისთვის საჭირო წიგნებისა და სასწავლო ნივთების მიცემის შესახებ. გამგეობამ მათთვის 400 მანეთის წიგნებისა და რვეულების გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ძირულის ხეობის მასწავლებელთა კავშირის ფილიალის თხოვნა თავიანთი დაარსებული პედაგოგიური ბიბლიოთეკისთვის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ არ დააკმაყოფილა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ბათუმის განყოფილების სკოლის მთავარ ნაკლად რჩებოდა მაჰმადიანი მოსწავლეების ნაკლებობა სკოლაში (76 მოსწავლიდან 13 იყო მაჰმადიანი).
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1914 წელს ომის გამოცხადების გამო მოსახლეობამ ბათუმი დატოვა, სასწავლებელი დაიხურა და შეწყდა ყველანაირი კულტურული მუშაობა. ერთი წლის შემდეგ სიტუაციის ჩაწყნარებასთან ერთად ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებები ამუშავდა, მაგრამ უსახსროდ დარჩენილმა ბათუმის განყოფილებამ სკოლაში სწავლის განახლება ვერ შეძლო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში I განყოფილების პედაგოგი მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე იყო, II განყოფილებისა – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის განცხადება მის მიერ შედგენილი „ბოტანიკის“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნი სამინისტროს მოწონებისთანავე დაიბეჭდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხორგის თემის გამგეობის თხოვნა დამწვარი სკოლის შენობის აღსადგენად ერთდროული დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ პირველ იანვარს ბათუმის განყოფილების ხაზინაში 16 974. 12 მანეთი იყო, 190 მანეთი მასწავლებელს ჰქონდა ავანსად აღებული. სულ ბათუმის განყოფილების წინა წლის ბიუჯეტის ნაშთი 17 164. 12 მანეთს შეადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნსაცავიდან წიგნებისა და ხელნაწერების სახლში გაცემის ინსტრუქცია წარადგინეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1919 წლის ანგარიში დაამტკიცეს და სარევიზიო კომისიას წარუდგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, ვერ შეძლო სკოლასთან ომისგან დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის თავშესაფრისა და სახელოსნოს გახსნა, რადგანსკოლის შენობაში საავადმყოფო იყო მოთავსებული. განყოფილებამ სცადა ქალაქისგან იჯარით აღებულ მიწაზე დროებით ხის შენობის ჩადგმაც, მაგრამ მასალის სიძვირის გამო ვერ მოახერხა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულის, ოლღა აგლაძის თხოვნა რაზმის თანამშრომლებისთვის დაარსებული სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.