ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ანა მესხი, ე. მაზაროვი, ერმილე ფარნაოზის ძე მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მისაბიშვილი, ლევან ვალერიანის ძე მიზანდაროვი, ივანე ლუკას ძე მეძმარიაშვილი, მოსე მეძმარიაშვილი, ეკატერინე მეძმარიაშვილი, ტრიფონ გიორგის ძე მიქაბერიძე და რაჟდენ პეტრეს ძე მიქაბერიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო საზოგადოებას მუზეუმი გადაეცა საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ყოველი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი დაყოფილია გუბერნიებად, გუბერნიები მაზრებად, მაზრები კი სოფლის საზოგადოებად, რათა მათი მოვლა და პატრონობა უფრო ადვილი იყოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნების მინისტრებთან გამართულ ვახშამზე სამი სადღეგრძელო წარმოთქვა: მეფის, სამხრეთ კავკასიისა და მოკავშირეეების.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ისურვებდა მას ისევ თბილისში გაეგრძელებინა მუშაობა, იმედოვნებდა, რომ მომავალში მისთვისაც უფრო ადვილი და საინტერესო იქნებოდა საქართველოში ცხოვრება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გარკვეული ცვლილებები იყო მოსალოდნელი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის პოსტთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას დანიშნავდა საქართველოს ლეგაციის უმაღლეს კომისრად, ეს შეიძლება ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში ვინმეს გაეპროტესტებინა, მაგრამ თუ სხვას მოავლედნენ მის თანამდებობაზე ქართველების ხმამაღალი პროტესტი მოჰყვებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო ლონდონში ხელმძღვანელებს ჩაეთვალა, რომ მისი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა მათ მოსაზრებებს და დაუყოვნებლივ მოეხსნათ თანამდებობიდან.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისი უსაყვარლესი წერილები ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ვერც კი წარმოიდგენდა რამდენად ეძვირფასებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ძალიან დაკავებული იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მარჯორის ბოლოდროინდელი პორტრეტები გამოეგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ წიგნების ორი შეკვრა გამოეგზავნა, როგორც ადრე – რუსთაველი, „ვისრამიანი“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, „განდეგილი“ და სხვა წიგნები, ინგლისური თარგმანით.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გამუდმებით ოჯახზე ფიქრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, გზავნილში გაზეთები იყო მისთვის, ტომისთვის კი – წერილი და ეთქვა, რომ ამანათი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოეტანა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ტომისთვის გადააგზავნა წერილი და საიჯარო ხელშეკრულება, გაზეთების შეკვრა კი – მისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გასულ დღეებში ძალიან დაკავებული იყო, რის გამოც თავის ტკივილმა შეაწუხა, მაგრამ შემთხვევით თავისუფალი დრო გამოუჩნდა და თავს მშვენივრად გრძნობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში მიემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფებოდა და ბაქოში ერთად მიემგზავრებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმართებოდა ბანკეტი, რომელსაც აუცილებლად უნდა დასწრებოდა. თბილისში კი შაბათს დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყველა ცხვირსახოცი დანიშნა, რომელიც საშობაოდ გამოუგზავნა, რათა სამრეცხაოში არ დაჰკარგვოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყოველდღიურად ხოტბის შემსხმელ ტელეგრამას იღებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ხალხი მადლობას უხდიდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან აინტერესებდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ აღნიშნავდა მის ღვაწლს. თბილისში ჩამოსვლიდან თავდაუზოგავად შრომობდა და ჯერ კიდევ არ იყო გზის ბოლომდე მისული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ძალიან ციოდა, სახლში გათბობა საღამომდე არ ირთვებოდა. უფრო მეტი რომ ევარჯიშა, არ გაუჭირდებოდა სიცივის ატანა. დილის გასეირნებას თუ არ ჩათვლიდა, გარეთ საერთოდ ვერ გადიოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, იმედოვნებდა, რომ ბაქოში გამგზავრება ცვლილებებს მოიტანდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში უეითთან ერთად მიემგზავრებოდა. იგი თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ არასდროს წუწუნებდა.