ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 ივლისს ხონში ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ დადგეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივლისს ხონში, წარმოდგენების სეზონის გახსნაზე, სათეატრო გამგეობის სახელით სიტყვა წარმოთქვა პოლიევქტო კიკალიშვილმა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ბეგლარ ახოსპირელი, იოსებ მჭედლიშვილი, მელქო აჯიმამუდოვი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „ოჯახი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ზარი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიმრავლე თუ ღირსება?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 1910 წლის 10-11 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების („მეგობრობა“ და „გაზაფხულის ნიაღვარი“) შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (ნიშნების დასმა კითხვის დროს) მე-6 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (თამაშობა თუ ცხოვრება) მე-7 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისს ბახმაროში დადგეს აღალო თუთაევის „ბედმა მიღალატა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს ქარელში ადგილობრივ სცენისმოყვარეთა – ნატალია გაბუნია-ცაგარლისა და ნიკოლოზ გოცირიძის – მონაწილეობით „ხანუმა“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს ქარელში ნატალია გაბუნია უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე, ითამაშა სპექტაკლში „ხანუმა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 ივლისს ხონში ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ და დავით მესხის „ოთხი იმერელი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის არაკი „ნიკორა და შვინდა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „ქართული დრამატურგია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძის „ამაოდ კვნესანი“ (ტუსაღის მონოლოგები).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისს სურამში, ნოდიას ბაღში, გამართულ წარმოდგენაზე საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს ია ეკალაძემ, დავით ილარიონის ძე კასრაძემ, ლევან თედოს ძე მეტრეველმა, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილმა, ტრიფონ რამიშვილმა, ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძემ, გიორგი შალიბაშვილმა და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისს სურამში, ნოდიას ბაღში, წარმოადგინეს რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, რეჟისორი იყო ზაქარია მიხეილის ძე საფაროვი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 ივლისს ხონში ვალერიან გუნიას მონაწილეობით სპექტაკლი „გაზაფხულის ნიაღვარი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „ტლანქი იგივე ნაზია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატია „მიმიკა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „სახალხო სცენა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „არ შეიძლება“.