ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ორშაბათს ტრიონდალისგან იყიდა ნახატი „ალაზნის ველი“, ლამაზი იყო და 20/10 ზომის. 1, 5 ფუნტი ღირდა. იაფად შეიძინა, რადგან ამ ფასად ჩარჩოსაც კი ვერ იყიდდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ოთხი სომხური ხელნაწერი შეიძინა 12 ფუნტად. ორი მათგანი შესანიშნავად ილუსტრირებული სახარება იყო, სრულად მოხატული გვერდებით, ინიციალებითა და ორნამენტებით მოვარაყებული კიდეებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შეძენილი ოთხი სომხური ხელნაწერიდან ერთ-ერთი წმინდანთა ცხოვრების ყველაზე დიდი კოლექცია იყო მინიატურებით, თუმცა ფურცლების ნაწილი ამოჭრილ-ამოჩიჩქნილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გამუდმებით მათ სააღდგომო შეხვედრაზე ფიქრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე წარმოედგინა. მისი მთავარი საზრუნავი მიღწეულის შენარჩუნება იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკების მომავალი დიდწილად მათსავე ქმედებებზე იყო დამოკიდებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, კრიზისი, რომელიც მოკავშირეების მიერ თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვებოდა, ჩავლილი რომ ყოფილიყო ამოისუნთქებდა და მხოლოდ ოჯახთან შეხვედრაზე იფიქრებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მზიანი ამინდი იყო და თავის ტკივილი არ აწუხებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანი გამოსამშვიდობებლად ესტუმრა. იგი ღამე ერევანში მიემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდი ამბები ხდებოდა და ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ რაც უნდა მომხდარიყო თავისი მიღწევა – მოკავშირეების მიერ საქათველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება – მიღწევად დარჩებოდა და მას ვერაფერი შეცვლიდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 22 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდ სიყვარულს უძღვნიდა მას და შვილებს – ჯეიმს, ენდისა და ნინოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში განსაკუთრებული მატარებლით იმგზავრა. თანმხლებთან ერთად ივახშმა, ჩაიც მიირთვა და კარგად ეძინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში 23 იანვარს 10 საათზე ჩავიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში საპატიო ყარაულთან ერთად, ოფიციალური პირების მთელი ჯგუფი დახვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ოფიციალურმა პირებმა და საპატიო ყარაულმა დიდი ამბით მიაცილეს თაგიევის სასახლეში, სადაც საპატიო ყარაულის სხვა რაზმი ელოდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თაგიევის სასახლეში დაცვა იდგა ყველგან. არამარტო სახლთან, არამედ მისი ოთახის შესასვლელთანაც.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქო დროშებით იყო მორთული დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ხალხი გზადაგზა მხიარული შეძახილებით ესალმებოდა მას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს – ნასიბ-ბეკ უსუბეკოვს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას სტოქსის მიერ გამართულ ბანკეტზე მყოფმა ყველა მინისტრმა მისი საქებარი სიტყვა წარმოთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას ძალიან გულთბილად ექცეოდნენ. მისი აზრით, ყველას მოსწონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში თბილისთან შედარებით ბევრად კარგი ამინდი იყო და სახლშიც თბილოდა. თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ გადაღლილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ 25 იანვარს აზერბაიჯანის მთავრობა მის პატივსაცემად მართავდა ბანკეტს, რის შემდეგაც თბილისში გაემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებას ჩქარობდა, რადგან ერევანში აუცილებლად უნდა ჩასულიყო. იმედოვნებდა მომავალ ოთხშაბათს უკვე იქ იქნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე მყოფი ოთხი ქალბატონიდან სამი ქართველი იყო. ერთ-ერთი კი – მისი მასპინძლის დოქტორ გრიგოლ ალშიბაიას მეუღლე.